მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?
ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 15:09|bm.ge

2026 წლის ივლისში მშენებლობა წლიურ და თვის ჭრილში გაძვირდა. საქსტატი მიხედვით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით.

მათ შორის:

• საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით; • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.2%-ით; • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით4%-ით.

2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიის 15.2%-იანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.81 და 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3%-ით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

BM.GE

ახალი არქიტექტურული სტანდარტები და ესთეტიკური მახასიათებლები მშენებლობაში: რა უნდა იცოდნენ დეველოპერებმა და არქიტექტორებმა

ახალი არქიტექტურული სტანდარტები და ესთეტიკური მახასიათებლები მშენებლობაში: რა უნდა იცოდნენ დეველოპერებმა და არქიტექტორებმა

BM.GE

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი - ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა - როგორია რეგიონების მიხედვით განაწილება?

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა - როგორია რეგიონების მიხედვით განაწილება?

BM.GE