მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 15:36|bm.ge

საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-თან პარტნიორობის ფარგლებში, ნიუ-იორკში დაგეგმილ eZo Festival-ის ბილეთებზე მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზება მოუმზადა.

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება 10 სექტემბრამდე მოქმედებს.

ინფორმაციისთვის, 17-18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში eZo Festival Showcase გაიმართება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკში პირველად ჩატარდება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს.

eZo Festival საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. გერმანული ტურის შემდეგ, ფესტივალი პირველად ესტუმრება ნიუ-იორკს და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე

მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზე

BM.GE

ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა | კობახიძე ღარიბაშვილზე

ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა | კობახიძე ღარიბაშვილზე

BM.GE

"ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე

"ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას" - ირაკლი კობახიძე მის შეცვლაზე

BM.GE

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება - EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE