მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 4 486 გარიგება შედგა/როგორია უცხოელთა წილი?
ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 4 486 გარიგება შედგა/როგორია უცხოელთა წილი?

ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 4 486 გარიგება შედგა/როგორია უცხოელთა წილი?

BM.GE19 აგვისტო, 2026, 20:17|bm.ge

ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზარზე 4,486 ერთეული ტრანზაქცია შედგა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია. ბაზრის ზომამ კი 36.7%-ით, 393 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.

ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 29.8%-ით არის გაზრდილი. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (30.5%), ისე მეორეულ ბაზრებზე (28.9%).

Colliers Georgia-ს შეფასებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ასახავს გაზრდილ მიწოდებას, ხოლო ზრდის 44% სამგორის უბანზე მოდის. ტრანზაქციების რაოდენობა 1.6%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც.

"თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის ივლისში მხოლოდ 12% იყო", - ნათქვამია ახალ ანგარიშში.

ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.5%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღოიმედი
  • "ოცნების" თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავსფორმულა
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში ბინების რეალიზაცია შემცირდა, უცხოელთა წილი გაიზარდა

ბათუმში ბინების რეალიზაცია შემცირდა, უცხოელთა წილი გაიზარდა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

BM.GE

სეს-მა მარტვილში უნებართვო სასაკლაო დააჯარიმა და დახურა

სეს-მა მარტვილში უნებართვო სასაკლაო დააჯარიმა და დახურა

BM.GE