
სეს-მა მარტვილში უნებართვო სასაკლაო დააჯარიმა და დახურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ინდივიდუალურ მეწარმეს (მ. თ.) არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყობილი. იგი საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა, რაც არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. უწყება ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.
BM.GE
წყარო: bm.ge