მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა $590 მილიონს მიაღწია - Galt & Taggart
ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა $590 მილიონს მიაღწია - Galt & Taggart

ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა $590 მილიონს მიაღწია - Galt & Taggart

BM.GE10 აგვისტო, 2026, 19:37|bm.ge

2026 წლის ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 590 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებაშია აღნიშნული.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად უცვლელია.

„ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას მომდევნო წლებშიც პროგნოზირებს. Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2027 წელს - 5.3 მილიარდ დოლარს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება - განკარგულება

გასტრონომიის სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება - განკარგულება

BM.GE

Turbo - კრიპტოს გაცვლა რეგისტრაციის გარეშე

Turbo - კრიპტოს გაცვლა რეგისტრაციის გარეშე

BM.GE

სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ადასტურებს, რომ სებ-ის მარეგულირებელი ჩარჩო მკაცრია - ნინო ჯელაძე

სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ადასტურებს, რომ სებ-ის მარეგულირებელი ჩარჩო მკაცრია - ნინო ჯელაძე

BM.GE

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე

BM.GE