მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი
ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE31 ივლისი, 2026, 16:14|bm.ge

2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ეკონომიკის სხვა ძირითად დარგებში ზრდა შენარჩუნდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ შეფასებაშია აღნიშნული.

საქსტატის ინფორმაციით, ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

ამავე პერიოდში, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 16.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.

„2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში“, – აღნიშნულია საქსტატის წინასწარ შეფასებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

BM.GE

მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

BM.GE

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

BM.GE

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

BM.GE