მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე
„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 20:59|bm.ge

ირაკლი კობახიძემ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების მიხეილ მაღლაკელიძისა და ლევან ხარაბაძის მიერ თანამდებობებიდან წასვლაზე ისაუბრა.

14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განმარტა, რომ საკადრო ცვლილებების საფუძველი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის პოზიცია და არგუმენტები გახდა.

„საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, როგორც მოგეხსენებათ, ანალოგიურად შემოსავლების სამსახურიც.

თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები, ბუნებრივია, და რა თქმა უნდა, ეს პოზიცია გავიზიარეთ შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები.“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელთა წასვლის გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნით ადრე პარლამენტში ბიუჯეტის შევსებისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით მათი საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს გუნდური მუშაობის შედეგია, ხოლო საკადრო ცვლილება ბუნებრივი როტაციაა.

„ზოგადად, რა შედეგებიც გვაქვს, მათ შორის შემოსავლების მობილიზების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი არის გუნდის მუშაობის შედეგი. ეს არის, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს მუშაობის შედეგი, მთლიანად მთავრობის გუნდის მუშაობის შედეგი.

რაც შეეხება როტაციას ეს არის ჯანსაღი პროცესი, ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს ამ თანამდებობებთან დაკავშირებით და ჩვენ გავითვალისწინეთ შესაბამისად მისი პოზიცია.“

შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი პოსტის მიუხედავად, ბარათაშვილი გააგრძელებს მოადგილის მოვალეობის შესრულებასაც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (მედიაში ზოგჯერ უწოდებენ „ფინანსურ პოლიციას“) უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

ამ დრომდე მას შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

BM.GE

Bitwise-მა ბიტკოინის 10-წლიანი სამიზნე ფასი $1.6 მილიონამდე გაზარდა

Bitwise-მა ბიტკოინის 10-წლიანი სამიზნე ფასი $1.6 მილიონამდე გაზარდა

BM.GE

საზმაუს ბორდის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს - მისი ანაზღაურება 6 798 ლარი იქნება

საზმაუს ბორდის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი აირჩიეს - მისი ანაზღაურება 6 798 ლარი იქნება

BM.GE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

BM.GE