მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი
ივნისში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

ივნისში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

BM.GE17 ივლისი, 2026, 17:34|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ თვეს ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების ერთწლიან და სამწლიან პერიოდში ინფლაციის მოლოდინები, საერთო ჯამში, შემცირდა.

კვლევის თანახმად, ერთწლიან პერიოდში შემცირდა იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 8%-ზე მეტს ან 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან. პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 4%-6%-ის ინტერვალში პროგნოზირებენ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირების ტენდენცია სამწლიან ინფლაციურ მოლოდინებშიც შეინიშნება. კერძოდ, ნაკლებია იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინფლაციას 6%-8%-ის ფარგლებში მოელიან. ამასთან, გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფასების ცვლილებას -2%-0%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალში პროგნოზირებს. თუმცა, კვლევის მიხედვით, ასევე მოიმატა იმ რესპონდენტთა წილმაც, რომლებიც ინფლაციას 8%-ზე მეტად ელოდებიან.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ კომპანიების მიერ საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი შემცირდა. კერძოდ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ფასების 4%-6%-ით, 6%-8%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას ელოდებიან. ამის პარალელურად, გაიზარდა იმ მონაწილეთა წილი, რომლებიც ფასების 0%-2%-ის ფარგლებში ცვლილებას ან საერთოდ უცვლელად შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ხელფასების ზრდის მოლოდინიც შემცირდა. ნაკლებია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ხელფასების 10%-20%-ით ან 20%-30%-ით ზრდას ელოდებიან, ხოლო გაიზარდა მათი წილი, ვინც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ვარაუდობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE

1-ელი სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

1-ელი სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

BM.GE

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

BM.GE