მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში სასტუმროები 8.4%-ით გაძვირდა - PMCG
ივნისში სასტუმროები 8.4%-ით გაძვირდა - PMCG

ივნისში სასტუმროები 8.4%-ით გაძვირდა - PMCG

BM.GE6 ივლისი, 2026, 23:10|bm.ge

PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან მაისთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, ფასებმა 2025 წლის ივნისთან შედარებით 8.4%-ით მოიმატა.

ფასების ზრდა რეგიონების მიხედვით:

• თვიური ზრდა: წინა თვესთან შედარებით ფასების ყველაზე დიდი ზრდა გურიაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში დაფიქსირდა; • წლიური ზრდა: წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყველაზე მაღალი ზრდით თბილისი, რაჭა და კახეთი გამოირჩეოდა; • სასტუმროების ტიპები: წინა თვესთან შედარებით, 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 3.3%-ით. წლიურ ჭრილში კი საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.0%-ით გაიზარდა, მაშინ როცა 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ინდექსმა 7.9%-ით იმატა.

ოთახის საშუალო ფასები საქართველოში:

• საოჯახო ტიპის სასტუმროები: 128 ლარი; • 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები: 191 ლარი; • 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები: 295 ლარი; • 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები: 494 ლარი;

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების კატეგორიაში ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში (713 ლარი), თბილისსა (670 ლარი) და კახეთში (610 ლარი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE