მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი

BM.GE3 ივლისი, 2026, 11:09|bm.ge

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის ინფლაციის მონაცემებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.1%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6%-ით, რაც თვის ინფლაცაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (2.9%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-3.1%), ისე ფეხსაცმლის (-0.6%) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.1%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.3%), თევზეული (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%), პური და პურპროდუქტები (0.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.1%).

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რესტორანში სადილი 11%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივნისში?

რესტორანში სადილი 11%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივნისში?

BM.GE

"ყველაფერი მოწესრიგებულია " - რა გაკეთდა თბილისის მერიისა და ფონდ "ქართუს" პარტნიორობით მთაწმინდის ფერდზე?

"ყველაფერი მოწესრიგებულია " - რა გაკეთდა თბილისის მერიისა და ფონდ "ქართუს" პარტნიორობით მთაწმინდის ფერდზე?

BM.GE

"ყველაზე დიდი სისუსტე ₾2-მილიონიანი ჩამკეტია"-აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პლუსები და მინუსები|ანალიზი

"ყველაზე დიდი სისუსტე ₾2-მილიონიანი ჩამკეტია"-აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პლუსები და მინუსები|ანალიზი

BM.GE

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან? - სპეციალისტების რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან? - სპეციალისტების რეკომენდაციები

BM.GE