მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი

„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE10 მაისი, 2026, 00:29|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, დღეს საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა კერძო სექტორის გავლენაზეა დამოკიდებული, რასაც მიხეილ სარჯველაძე „არანორნალურად დიდ“ გავლენას უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში დებატების დაწყებისას ჯანდაცვის სისტემის ზოგად გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფო იმისთვის არის რომ კომერციული ინტერესები პაციენტის ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებით დომინანტური არ გახდეს.

„უზოგადეს პრინციპებზე მაინც აუცილებელია საუბარი - ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შემდეგ ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, რისგანაც შედგება ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობა. ამ თვალსაზრისით, ბევრი წლის განმავლობაში დაშვებული არაერთი შეცდომის გათვალისწინებით და ალბათ, ერთ-ერთ პირველ შეცდომას აუცილებლად დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ პრივატიზაციის ტემპს, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ დღეს სახელმწიფო და საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე. ამან მძლავრად წარმოშვა ისეთი დილემები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე უკავშირდება ისეთ საკითხებს, სადაც არის ინტერესი კომერციული ინტერესი გახდეს დომინანტური პაციენტის ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებით, რაზეც რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩინოს.

მეორე ეს უკავშირდება ისეთ ზოგად პრინციპს, რომელიც არის ძალიან დიდი ყურადღება ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობასთან დაკავშირებით - ესეც უმწვავესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამას მუდმივი თვალყურის დევნება და გაგრძელება სჭირდება. ასევეა მედიკამენტების მუდმივად ცვალებადი ბაზარი, რომელსაც მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება, რომ გარკვეული შესაძლებლობები არ გაჩნდეს და გარკვეული მიმართულებით არასწორი გადაწყვეტილებებისგან დაზღვეული ვიყოთ. ამას სჭირდება მათ შორის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE