მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანმო კონგოში ებოლას გავრცელების რისკს “ძალიან მაღალ” ნიშნულამდე ზრდის
ჯანმო კონგოში ებოლას გავრცელების რისკს “ძალიან მაღალ” ნიშნულამდე ზრდის

ჯანმო კონგოში ებოლას გავრცელების რისკს “ძალიან მაღალ” ნიშნულამდე ზრდის

BM.GE23 მაისი, 2026, 17:45|bm.ge

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას "ბუნდიბუგიოს" (Bundibugyo) შტამის ეროვნული მასშტაბის ეპიდემიად გადაქცევის რისკი "ძალიან მაღალ" დონემდე გაზარდა.

აღნიშნული შტამი, რომლის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, ჯანმომ კვირას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

"ამჟამად ჩვენ ვაკორექტირებთ რისკის შეფასებას: ის ძალიან მაღალია ეროვნულ დონეზე, მაღალი - რეგიონულ დონეზე, ხოლო დაბალი - გლობალურ დონეზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ტედროსის თქმით, უგანდაში გატარებული ზომები, მათ შორის კონტაქტების ინტენსიური მოძიება და მასობრივი შეკრებების გაუქმება, ეფექტური აღმოჩნდა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.

ამასთან, ვირუსი დაუდასტურდა აშშ-ის მოქალაქეს, რომელიც კონგოში მუშაობდა; იგი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა, სილვი ბრიანმა განაცხადა, რომ ანტივირუსული პრეპარატი "ობელდესივირი" (Obeldesivir) შესაძლოა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებში დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად იყოს გამოყენებული.

ობელდესივირი კომპანია Gilead Sciences-ის ექსპერიმენტული პერორალური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ შეიქმნა.

"ეს არის პერსპექტიული პრეპარატი, თუმცა მისი გამოყენება მაინც ძალიან მკაცრი პროტოკოლის დაცვით უნდა მოხდეს", - განაცხადა ბრიანმა.

ჯანმოს განცხადებით, არსებობს ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური მუშაობის პირველი ნიშნები, რადგან სულ უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა ხდება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტებს დაკარგული დროის ანაზღაურება უწევთ, რადგან ეპიდემია, სავარაუდოდ, ორი თვის წინ დაიწყო, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ გასულ პარასკევს გამოცხადდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE