მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს
ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

ჯანმოს გენერალური დირექტორის პოსტისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 00:18|bm.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გენერალური დირექტორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატების სია ოფიციალურად გამოაქვეყნა. გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, წევრი ქვეყნების წარდგინებით, შვიდი კანდიდატი იბრძოლებს.

არჩეული ლიდერი ორგანიზაციას სათავეში 2027 წლის 16 აგვისტოდან ჩაუდგება, როდესაც მოქმედი ხელმძღვანელის, დოქტორ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის მეორე და საბოლოო ხუთწლიანი ვადა ოფიციალურად ამოიწურება.

საარჩევნო პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. 2026 წლის 18-19 ნოემბერს ჟენევაში, ჯანმოს შტაბ-ბინაში კანდიდატთა პირველი საჯარო ფორუმი გაიმართება, სადაც პრეტენდენტები წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებენ.

2027 წლის დასაწყისში ჯანმოს აღმასრულებელ კომიტეტში ხუთი ფავორიტი შეირჩევა, გასაუბრებების შემდეგ კი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეას განსახილველად მაქსიმუმ სამი კანდიდატურა წარედგინება. გენერალური დირექტორის საბოლოო არჩევნები 2027 წლის მაისში, ჯანდაცვის მე-80 მსოფლიო ასამბლეაზე ჩატარდება.

წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან გლობალური ჯანდაცვის სფეროს წამყვანი ფიგურები, ყოფილი მინისტრები და ჯანმოს მოქმედი მაღალჩინოსნები:

კატარმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დოქტორი ჰანან მოჰამედ ალ-კუვარი წარადგინა. იგი 2016-2024 წლებში კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრი იყო, პარალელურად კი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავარ სამედიცინო კორპორაციას Hamad Medical Corporation-ს. ამჟამად ალ-კუვარი კატარის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, 2023-2024 წლებში კი ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოს თავმჯდომარეობდა.

საუდის არაბეთის რჩეული დოქტორი ჰანან ბალხია - პედიატრიულ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან ჯანმოს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონულ დირექტორად მუშაობს. მანამდე მას ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწის თანამდებობა ეკავა ანტიმიკრობული რეზისტენტობის მიმართულებით. ბალხის კამპანია ორგანიზაციის მიმართ ნდობის აღდგენასა და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფ რეაგირებას ემყარება.

ბელგიამ კანდიდატად დოქტორი ჰანს ჰენრი კლუგე დაასახელა. კლუგე 2020 წლიდან ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორია და ამ პოსტზე უკვე ორი ვადით 53 ქვეყანას უძღვებოდა ისეთი კრიზისების დროს, როგორიც იყო კოვიდპანდემია და ომი უკრაინაში. ბელგიელ ექიმს ჯანმოს სისტემაში საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი აქვს და წარსულში ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშეს" (MSF) ეგიდით სომალის, ლიბერიისა და ციმბირის ცხელ წერტილებში მუშაობდა.

ესპანეთის ნომინანტია დოქტორი მარია ნეირა, რომელიც 2005 წლიდან ჯანმოს გარემოს, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტს უდგას სათავეში. წარსულში ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნეირა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტია კლიმატისა და პირველადი პრევენციის სფეროში.

ინდონეზიის კანდიდატი ქვეყნის მოქმედი ჯანდაცვის მინისტრი ბუდი გუნადი სადიკინია. სადიკინის კანდიდატურა უჩვეულოა იმით, რომ მას სამედიცინო განათლება არ აქვს - იგი ფიზიკოს-ინჟინერი და ყოფილი გამოცდილი ბანკირია. თუმცა ჯანდაცვის მინისტრის რანგში მან წარმატებით უხელმძღვანელა ინდონეზიის მიერ კოვიდპანდემიის მართვას და ქვეყნის მასშტაბური ჯანდაცვის რეფორმა განახორციელა. იგი აქცენტს განვითარებადი ქვეყნების ინტერესების დაცვასა და მენეჯერული ეფექტიანობის გაზრდაზე აკეთებს.

ჩინეთმა წარადგინა დოქტორი ლი სუნგი - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წამყვანი ექსპერტი, სრულიად ჩინეთის ქალთა ფედერაციის მდივანი და ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი.

მეშვიდე პრეტენდენტი ეროვნებით სომეხი პედიატრ-ონკოლოგი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გევორგ თამამიანია, რომელიც მოულოდნელად აფრიკულმა სახელმწიფომ - ბოცვანამ წარადგინა. 39 წლის თამამიანი მარათონის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. იგი აზიის პედიატრიული ონკოლოგიის საზოგადოებასა და 28 ქვეყნის გამაერთიანებელ ჯგუფ POEM-ს ხელმძღვანელობს. მისმა ტრანსრეგიონულმა ნომინაციამ დიდი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, თავად ექიმის თქმით კი, გლობალური ჯანდაცვის ლიდერობას ეროვნება არ უნდა განსაზღვრავდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სად არის [აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?! - სოფო ხორგუანი

სად არის [აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაშვების] ეკონომიკური დასაბუთება?! - სოფო ხორგუანი

BM.GE

მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი მზარდია - "ევროკრედიტი"

მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი მზარდია - "ევროკრედიტი"

BM.GE

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

რატომ გვისწრებს სომხეთი ტექნოლოგიურ რბოლაში და რა სჭირდება საქართველოს? - ანზორ მეხრიშვილის შეფასება

BM.GE

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის ₾200-მილიონიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - მინისტრი

BM.GE