მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 მოდის - პრემიერი
ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 მოდის - პრემიერი

ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 მოდის - პრემიერი

BM.GE26 ივნისი, 2026, 14:24|bm.ge

მთლიანობაში ბიუჯეტი, რაც არის გამოყოფილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, არის სახელმწიფო ბიუჯეტის 1/3 და ეს თავისთავად მეტყველებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობაზე ჩვენი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.

„შედარებისთვის, 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯებოდა 371 მილიონი ლარი და ახლა გადავაჭარბეთ 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

მე დეტალურად აღარ გავყვები იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაგრძელებული ცალკეული პროგრამებით, რომლებსაც თითოეულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ამ პროგრამების შედეგად 72-დან 76 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს იყო 72.1 და გაიზარდა საშუალო მაჩვენებელი 76 წლამდე და ეს არის იმ მასშტაბური ინვესტიციების შედეგი, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის და ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

წარმატებით გრძელდება ყველა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. გრძელდება ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, რაც ფასების კონტროლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამჟამად რეფერენტული ფასები მოიცავს 313 ნივთიერების 7521 მედიკამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყნის მასშტაბით, 11 მეწყრულ უბანზე თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა დამონტაჟდა|ირაკლი კობახიძე

ქვეყნის მასშტაბით, 11 მეწყრულ უბანზე თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა დამონტაჟდა|ირაკლი კობახიძე

BM.GE

"ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე" - პრემიერი

"ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე" - პრემიერი

BM.GE

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე

BM.GE

საიამ მზია ამაღლობლის საქმეზე სტრასბურგში მე-4 საჩივარი წარადგინა

საიამ მზია ამაღლობლის საქმეზე სტრასბურგში მე-4 საჩივარი წარადგინა

BM.GE