
"ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე" - პრემიერი
„ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავრობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ჩვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
"საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გვქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81 პროცენტი არის შესრულებული. ეს აჩვენებს ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ქვეყანა და ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და, რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
BM.GE
წყარო: bm.ge