მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვეს - საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვეს - საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვეს - საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა

BM.GE2 ივლისი, 2026, 17:19|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა.

TV პირველის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

გამოძიება გიორგი უძილაურს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიორგი უძილაური 5 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით, დააკავეს. ბოლო პერიოდში ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. უფრო ადრე კი, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებაიმედი
  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციომ მაღაროელების პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვანეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

14 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

14 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE