მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯეი-დი ვენსის ვიზიტი შვეიცარიაში გადაიდო - აშშ-ირანის მოლაპარაკებების ლოგისტიკა "კვლავ შეუთანხმებელია"
ჯეი-დი ვენსის ვიზიტი შვეიცარიაში გადაიდო - აშშ-ირანის მოლაპარაკებების ლოგისტიკა "კვლავ შეუთანხმებელია"

ჯეი-დი ვენსის ვიზიტი შვეიცარიაში გადაიდო - აშშ-ირანის მოლაპარაკებების ლოგისტიკა "კვლავ შეუთანხმებელია"

BM.GE19 ივნისი, 2026, 12:08|bm.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი შვეიცარიაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის საწარმოებლად აღარ გაემგზავრება, როგორც ეს მანამდე იყო დაანონსებული. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის განმარტებით, ირანთან ტექნიკური მოლაპარაკებების გეგმები და ლოგისტიკური დეტალები ჯერ საბოლოოდ არ არის შეთანხმებული.

"ამ მოლაპარაკებების ლოგისტიკა არასოდეს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი. ამჟამინდელი მდგომარეობით, ვიცე-პრეზიდენტი დღეს ღამით არ მიემგზავრება", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ამერიკული დელეგაცია მზად არის შვეიცარიაში პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავროს.

მიუხედავად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმების ცვლილებისა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-სა და ირანის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა ბიურგენშტოკში (მთის კურორტი ლუცერნთან ახლოს) მაინც ძალაში რჩება. მოლაპარაკებებში შუამავლების სტატუსით პაკისტანი და კატარი მონაწილეობენ.

ეს დიპლომატიური პროცესები მოჰყვება აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ახალ დროებით შეთანხმებას. მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა (საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში) და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 60 დღით ახანგრძლივებს.

როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, დროებითი პაქტი ძალაში დაუყოვნებლივ შედის და ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

• ჰორმუზის სრუტის გახსნა: ირანი დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს სრუტის გლობალური ნავთობგადაზიდვებისთვის გახსნის მიზნით. • ბლოკადის მოხსნა და ნავთობის ექსპორტი: აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას, ხოლო ირანს მიეცემა უფლება, საკუთარი ნავთობი შეზღუდვების გარეშე გაყიდოს. • სანქციების გაუქმება და ფინანსური დახმარება: იმ შემთხვევაში, თუ 60-დღიანი მოლაპარაკებების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საბოლოო შეთანხმება შედგება, აშშ იმუშავებს თეირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული და გაეროს ყველა სანქციის მოხსნაზე. გარდა ამისა, ირანი რეკონსტრუქციისთვის სულ მცირე 300 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. • ურანის განკარგვა: საწყის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე პერიოდში ირანის მაღალგამდიდრებული ურანის "განკარგვის" საკითხს გადაწყვეტენ.

შემდგომი მოლაპარაკებების მთავარ საგანს ირანის ბირთვული პროგრამა და მაღალგამდიდრებული ურანის განკარგვის საკითხი წარმოადგენს. ანალიტიკოსების შეფასებით, 60-დღიანი ვადა საკმაოდ მოკლე პერიოდია ამ მასშტაბის სადავო საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 700%-ზე მეტად გაიზარდა|უმსხვილესი ბაზარი ტოგოა

საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 700%-ზე მეტად გაიზარდა|უმსხვილესი ბაზარი ტოგოა

BM.GE

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ექვს პირს 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიესაჯათ

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ექვს პირს 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიესაჯათ

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"სარესტორნო ბიზნესი ბავშვია...ხან ერთი "მომვლელი" ჩამოვა, ხან - მეორე და ვიზრდებით"| რესტორატორი

"სარესტორნო ბიზნესი ბავშვია...ხან ერთი "მომვლელი" ჩამოვა, ხან - მეორე და ვიზრდებით"| რესტორატორი

BM.GE