მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ექვს პირს 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიესაჯათ
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ექვს პირს 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიესაჯათ

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და ექვს პირს 4 ოქტომბრის საქმეზე პატიმრობა მიესაჯათ

BM.GE19 ივნისი, 2026, 12:59|bm.ge

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ია დარახველიძე კი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო მხოლოდ ერთი - ჯგუფური ძალადობის მუხლით და მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

შვიდივეს ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ."რადიო თავისუფლება" წერს, რომ კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად და რომელ სექტორებშია კლება|რეიტინგი

ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად და რომელ სექტორებშია კლება|რეიტინგი

BM.GE

რევაზ სოხაძე საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

რევაზ სოხაძე საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

BM.GE

ალდაგის შეთავაზება ახალი ტოიოტას და ლექსუსის მფლობელებს

ალდაგის შეთავაზება ახალი ტოიოტას და ლექსუსის მფლობელებს

BM.GE

იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შესაძლოა, ამ სექტორშიც მოხდეს ჭარბი მიწოდება - პაატა კოკაია

იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შესაძლოა, ამ სექტორშიც მოხდეს ჭარბი მიწოდება - პაატა კოკაია

BM.GE