
“ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
• ექსკლუზიური სადაზღვევო შეთავაზებები ჯიპიაისგან Visa პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის
8 ოქტომბერი. თბილისი. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია Visa-ს პრემიუმ ბარათების მომხმარებლებმა დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი და გამორჩეული სადაზღვევო შეთავაზებები მიიღონ.
მემორანდუმის ფარგლებში პირველი მასშტაბური შეთავაზება ავტოდაზღვევის მიმართულებით იქნება. Visa-ს და ჯიპიაის თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც 15 ოქტომბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ჯიპიაის ავტოდაზღვევას შეიძენენ ან არსებულ პოლისს განაახლებენ და პოლისის ღირებულებას Visa Signature ან Visa Infinite ბარათით გადაიხდიან, ავტომობილის მოვლის სერვისებზე პრემიუმ შეთავაზებებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ:
• პარკირების უფასო საათები • 30 თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე • უფასო რეცხვა • Voovly-ის პრემიუმ პაკეტი (პირადი ავტოექსპერტი, რეცხვაზე წაყვანა უფასოდ, ადგილზე რეცხვა უფასოდ)
პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: Visa-სთან არაერთი წარმატებული ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ახალი მემორანდუმი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა. ამჯერად ჩვენი მიზანია, პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი გავხადოთ და მომხმარებლებს ისეთი ერთობლივი შეთავაზებები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზღვევით სარგებლობას გაუმარტივებს და რეალურ დამატებით ღირებულებას შეუქმნის. ავტოდაზღვევის მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია, ბაზარზე გამორჩეული პროდუქტი გვაქვს, მხოლოდ ჯიპიაის ავტოდაზღვევის მფლობელებს ჰყავთ პირადი ავტოექსპერტი Voovly-სგან, რომელსაც პირადი კაბინეტიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიწერონ მანქანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გაატანონ მას მანქანა ნებისმიერი სერვისისთვის და თვითონ დაზოგონ დრო. ჩვენი ხედვით ავტოდაზღვევა მანქანაზე ყოველდღიური ზრუნვაა და ეს თანამშრომლობაც ამ პროცესის ნაწილია, Visa-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ავტოდაზღვევის ფლობის გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ და მომხმარებლებს
მეტი არჩევანი, კომფორტი და სარგებელი შევთავაზოთ.
დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში: Visa-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პრემიუმ მომხმარებლებისთვის შევქმნათ ისეთი შეთავაზებები, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ჩვენი პარტნიორობის ახალი ეტაპი. მოხარული ვარ რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Visa Signature და Visa Infinite ბარათების მფლობელებს ექნებათ წვდომა მათ საჭიროებებზე მორგებულ პრემიუმ სერვისებზე. მსგავსი პარტნიორობებით ჩვენი მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ დამატებით სარგებელს ვქმნით, არამედ პრემიუმ საბარათე გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და კომფორტულს ვხდით. მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ბევრი საინტერესო შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს.
ერთობლივი აქციის ფარგლებში Visa-ს პრემიუმ ბარათების მომხმარებლები ავტოდაზღვევის შეძენისას ავტომატურად ერთვებიან ჯიპიაის ლოიალობის პროგრამაში. შემდეგ კი საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი სარგებელი. ჯიპიაის ლოიალობის პროგრამის ბრუნოს გაზრდილი ქულები, ან ავტომობილის მოვლის პრემიუმ სერვისების პაკეტი.
ბრუნოს ქულების არჩევის შემთხვევაში Visa Signature ბარათით გადახდისას მომხმარებელს სტანდარტული 5%-ის ნაცვლად 6% ბრუნოს ქულა დაუგროვდება, ხოლო Visa Infinite ბარათის მფლობელს 7%. ამ ქულების გამოყენებით მომხმარებელი დაზღვევის შეძენას ან სადაზღვევო პრემიის გადახდას შეძლებს.
პრემიუმ პაკეტის არჩევის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები Voovly Premium, თბილისის ზონალური პარკირების უფასო საათები, ავტომობილის რეცხვასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი და სხვა სპეციალური პირობები. Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის შეთავაზება ასევე მოიცავს SOCAR Prime-ის სრულ უფასო გამოწერას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით Visa-სა და ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. კომპანიები სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და მომხმარებლებისთვის ახალი ერთობლივი შეთავაზებებისა და სერვისების განვითარებას გეგმავენ.
BM.GE
წყარო: bm.ge