მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა
ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა

ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა

BM.GE29 აპრილი, 2026, 21:45|bm.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ,მადრიდში ბრენდის დაარსებიდან 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გასული მეოთხედი საუკუნის შედეგები შეჯამეს და სამომავლო სტრატეგიული გეგმები განიხილეს.

2001 წელს შექმნილი ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ესპანეთის მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა, დღეს წყლის რესურსების მართვის გლობალურ ლიდერად იქცა. ამჟამად Aqualia მსოფლიოს 19 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, იაპონიასა და საქართველოში ოპერირებს. კომპანიის ზრდა ციფრებშიც შთამბეჭდავია: თუ 2002 წელს მისი შემოსავალი 379 მილიონ ევროს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1.7 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც 25 წელიწადში 370%-იან ზრდას ნიშნავს. დღეს Aqualia-ს გლობალური გუნდი 14,400-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წყლის მდგრად მართვაზე ზრუნავენ.

საიუბილეო ღონისძიებაზე Aqualia-ს გენერალურმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ ხაზი გაუსვა, რომ ბრენდის წარმატების საფუძველი საჯარო მომსახურების მაღალი პასუხისმგებლობა და ინოვაციებისკენ მუდმივი სწრაფვაა. მისი თქმით, კომპანია უბრალო კონტრაქტორი კომპანიიდან გადაიქცა სრულ ციკლზე პასუხისმგებელ ოპერატორად, რომლისთვისაც პრიორიტეტული თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მაღალი სტანდარტების დანერგვაა. ამის დასტურია კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატებებიც, მათ შორის აშშ-ში, ტეხასის შტატში დაგეგმილი წყლის გამტკნარების მასშტაბური პროექტი, რაც Aqualia-ს ტექნოლოგიური უპირატესობის კიდევ ერთი აღიარებაა.

25 წლის წინ დასახული მისია - წყლის მართვის თანამედროვე და ეფექტიანი კულტურის შექმნა - დღეს უკვე რეალობაა, რასაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობითა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ამტკიცებს. ბრენდის საიუბილეო თარიღი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქცენტს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრადი სისტემების განვითარებაზე გააკეთებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE