მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო შემოსავლების სამსახურმა გირავნობა დაადო
"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო შემოსავლების სამსახურმა გირავნობა დაადო

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო შემოსავლების სამსახურმა გირავნობა დაადო

BM.GE21 აგვისტო, 2026, 16:56|bm.ge

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო საგადასახადო გირავნობა დაედო.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის 18 აგვისტოს კომპანიის მიერ გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების გამო, შემოსავლების სამსახურმა კომპანიისთვის საგადასახადო გირავნობის დადება მოითხოვა, რაც იმავე დღეს აღასრულა რეესტრმა და კომპანიას საგადასახადო გირავნობა დაადო. გარდა ამისა, რეესტრის თანახმად, კომპანიის აქტივებს სასამართლოს და აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ყადაღა ადევს.

აღსანიშნავია, რომ "ჯორჯია მეტალის" არმატურის ქარხანა, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს, 2025 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ $80-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული თანამედროვე საწარმო მიზნად ბაზარზე არმატურის იმპორტის ჩანაცვლებას და წლიურად 400,000 ტონა პროდუქციის გამოშვებას ისახავდა. თუმცა, BMG-ის წყაროების ინფორმაციით, ქარხანას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები აქვს და თანამშრომელთა შემცირებაც მოხდა, რის გამოც კომპანია ამ ეტაპზე შეზღუდულად ფუნქციონირებს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, საწარმოს აქციონერები არიან ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე (90%) და ავთანდილ კოჩაძე (10%). ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებული მანგაზენის გადამმუშავებელი კომპანია GTM ჯგუფის წილებს. კომპანიას ამჟამად გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც მისი აქტივების ზომა 88 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავლები 16 მილიონი ლარი იყო. ამასთან, 2024 წელს კომპანიას 6 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

BMG-იმ კომპანიის დირექციას მიმართა კითხვებით - ფუნქციონირებს თუ არა ამჟამად კომპანიის საწარმოო ხაზი, ასევე, მოხდა თუ არა თანამშრომელთა გათავისუფლება და უკავშირდება თუ არა კომპანიის წინაშე არსებული სირთულეები ქვეყანაში არსებულ არმატურის იმპორტს.

ცნობისთვის

2026 წლის იანვარ-ივლისის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში არმატურის იმპორტი 83 მილიონ დოლარს და 141 ათას ტონას შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7 მილიონი დოლარით არის შემცირებული, თუმცა სამწლიან ჭრილში არმატურის იმპორტში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

როგორ შეიძლება მწეველთა ქცევის ცვლილებამ ჯანდაცვის ხარჯები 722 მილიონი ევროთი შეამციროს - ახალი კვლევა იტალიიდან

BM.GE

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

BM.GE

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE