მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება
J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება

J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 22:00|bm.ge

J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ევროპაში ნიკოლას სტინბერგენი აცხადებს, რომ თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის ჩატარება რეგიონული თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც J.P. Morgan-მა რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ერთ ფორმატში შეკრიბა.

„მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად“, - განაცხადა ნიკოლას სტინბერგენმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, J.P. Morgan-ს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელება და მსგავსი შეხვედრის ყოველწლიურ ფორმატად ჩამოყალიბება სურს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი საოცარი მასპინძელი და პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამის გაგრძელებას, რათა მომავალში ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ“, - აღნიშნა J.P. Morgan-ის წარმომადგენელმა.

თბილისში გამართულ შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოს, მონეტარული პოლიტიკის გამოწვევებს, ფინანსურ სტაბილურობას, საერთაშორისო რეზერვებისა და აქტივების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის პარალელურად იმართება იმ პერიოდში, როდესაც J.P. Morgan-მა ახალი GBI-EM Edge ინდექსი შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებია. ინდექსი 26 ქვეყნის, 24 ეროვნული ვალუტისა და 425 ინსტრუმენტის ფასიან ქაღალდებს აერთიანებს, მისი საერთო საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით $328 მილიარდია. საქართველოს წილი ინდექსში 1.79%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო: დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება, რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეაიმედი
  • რას ამბობს ოცნების განათლების მინისტრი თბილისის 21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებაზეფორმულა
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირი

BM.GE

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

ქართულ ანიმაციას “რა ფერია შენი სიზმრები?” მონრეალში აჩვენებენ

BM.GE

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

ველოდებით მეტ ინვესტიციას J.P. Morgan-ის მიერ წარდგენილი ახალი ინდექსით - ნათია თურნავა

BM.GE

საუდის არაბეთმა ევროპელ კლიენტებს ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა

საუდის არაბეთმა ევროპელ კლიენტებს ნავთობის მიწოდება დროებით შეუჩერა

BM.GE