
JPMorgan-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებაში $5 მილიარდი დააბანდა
მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკმა, JPMorgan-მა აშშ-ის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინდუსტრიებში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ფინანსური ანგარიშიდან ჩანს, ამერიკული ბანკი კაპიტალს მოწინავე წარმოების, ენერგეტიკის, მიწოდების ჯაჭვების და თავდაცვის ტექნოლოგიების სექტორებში მომუშავე კომპანიებში აბანდებს.
დაფინანსება მომავალი თაობის სისტემებს, ბატარეების საცავებს და ავტომატიზებულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამასთან, კაპიტალი განვითარების საწყის, ზრდის და გვიანდელ ეტაპზე მყოფ ორგანიზაციებზე თანაბრად გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ JPMorgan-მა უსაფრთხოების და მდგრადობის ინიციატივა ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფინანსურმა ინსტიტუტმა 230 მილიარდი დოლარის ღირებულების ოპერაციები უკვე დააფინანსა. დამატებით, ბანკი მიზნად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 1.5 ტრილიონი დოლარის დაბანდებას ისახავს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოურ მიწოდების ჯაჭვებზე დამოკიდებულების შესამცირებლად აშშ-ის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, JPMorgan-მა "ეროვნული ჩემპიონების" დაფინანსების პროგრამა დაიწყო.
BM.GE
წყარო: bm.ge