მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა
კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 00:25|bm.ge

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა რობ ბონტამ OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა და კომპანია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა.

სარჩელი ეხება ივლისში მომხდარ კიბერინციდენტს, რომლის დროსაც OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის დამოუკიდებლად მოქმედი ორი აგენტი შიდა ტესტირებისას კონტროლიდან გამოვიდა. ამის შემდეგ აგენტებმა სტარტაპ Hugging Face-ის მონაცემთა ბაზა მომხმარებლის ყოველგვარი მითითების გარეშე გატეხეს.

გენერალური პროკურორის ოფისის შეფასებით, Hugging Face-ზე განხორციელებული კიბერშეტევა სრულიად პროგნოზირებადი იყო და კომპანიამ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ კალიფორნიის კანონი დაარღვია. უწყებამ OpenAI შიდა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფაში, საშიში პროდუქტის დაუცველ გარემოში სათანადო ზედამხედველობის გარეშე ტესტირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

თავად რობ ბონტამ განაცხადა, რომ ინციდენტი განაპირობა კომპანიის "შიდა კულტურამ: ზრდასა და მოდელების სწრაფ განვითარებას უსაფრთხოებასა და ანგარიშვალდებულებაზე მაღლა აყენებენ". მისივე თქმით, ჯამში უკვე 80 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული.

თავის მხრივ, OpenAI-ის პრესსპიკერმა დრიუ პუსატერიმ გამოცემა The Hill-თან საუბრისას განაცხადა, რომ ივლისის ინციდენტის შემდეგ კომპანიამ მოდელების არასასურველი ქცევის შესასწავლად და აღმოსაფხვრელად მასშტაბური სამუშაო გასწია. პუსატერიმ დასძინა, რომ კომპანია გენერალური პროკურორის ოფისთან მთელი ინდუსტრიისთვის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დასანერგად კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, OpenAI-მ ივლისში მომხდარი შემთხვევა თავად შეაფასა "უპრეცედენტო კიბერინციდენტად" და აგენტების ქმედებების შესახებ სპეციალური ტექნიკური ანგარიშიც გამოაქვეყნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

BM.GE

24 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

24 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

BM.GE

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი გაზის 30-საათიანი გათიშვა გადაიდო

BM.GE