მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე

კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე

BM.GE4 ივნისი, 2026, 17:29|bm.ge

თანამედროვე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გეოგრაფიული საზღვრები დიდი ხანია აღარ განსაზღვრავს კარიერულ მასშტაბს - საქართველოდან გლობალური პროცესების მართვა უკვე ყოველდღიური რეალობაა. მთავარი ცვლადი, რომელიც პოტენციალს რეალურ სტრატეგიულ იარაღად აქცევს, არის გარემო, რომელიც მზა ჩარჩოების ნაცვლად, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს ტალანტებს.

ამ დინამიკის პრაქტიკული ქეისია სოფო კორძაიას, Upgaming-ის კომერციული ოპერაციებისა და B2B მიმართულების ხელმძღვანელის 6-წლიანი კარიერული ევოლუცია. მისი გზა Account Manager-ის პოზიციიდან ტოპ-მენეჯმენტამდე არის მაგალითი, თუ როგორ გარდაიქმნება კომფორტის ზონის ნგრევა და პასუხისმგებლობის აღება დიდ შესაძლებლობებად.

ყველაფერი კი ერთი, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ გარდამტეხი არჩევანით დაიწყო: დაეთმო სტაბილურობა ახალი, უცნობი შესაძლებლობების სანაცვლოდ. მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ნაცნობი და კომფორტული სამუშაო გარემოდან წამოსვლა გახდა პირველი იმპულსი, რომელმაც სოფოს სრულად ახალი კარიერული ტრაექტორია შეუქმნა. დღეს ის კარგად იხსენებს იმ ემოციებს, რომლებიც აპგეიმინგში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ახლდა:

„პირველი დღე Upgaming-ში ბევრი განსხვავებული ემოციით იყო სავსე. ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი და, ამასთანავე, უზომოდ ვნერვიულობდი. მინდოდა კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა თანამშრომლებზე, ცოტა მეშინოდა გუნდთან და კომპანიასთან ინტეგრაციის პროცესის... თავიდან ყველაფერი საშიშ გამოცდად გეჩვენება, არაფრის დიდებით რომ არ უნდა ჩაიჭრა, რაღაც ეგეთად. საკუთარ თავთან ვაბარებდი ამ გამოცდებს.“ – სოფო კორძაია

ახალ, მაღალტექნოლოგიურ და სწრაფად ცვალებად ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ასოცირდება მსგავს ადეკვატურ შიშებთან, თუმცა სწორედ ეს დისკომფორტი ხდება ზრდის მთავარი ინდიკატორი. თუ ნიჭიერ ადამიანს აქვს მზაობა, რომ „თავით გადაეშვას“ უცნობ გამოწვევებში, შიში დამაბრკოლებელი ფაქტორიდან სწორი მიმართულების მანიშნებელ კომპასად იქცევა. კომპანიაში დანერგილი თანამშრომელთა განვითარების სისტემა ნათლად აჩვენებს, რომ სწორედ ასეთი მიდგომით იწყება ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენა და მათი ინტეგრაცია. სოფო გვიყვება, რომ დროსა და გამოცდილებასთან ერთად საკუთარი თავის რწმენაც მატულობს, თავად შიშები კი განვითარების ახალ შესაძლებლობებად ტრანსფორმირდება.

სამუშაო აღწერილობის მიღმა: 6 წელი და 4 როლი აპგეიმინგში

კლასიკურ, ხისტ ორგანიზაციულ სტრუქტურებში კარიერული ზრდა ხშირად წლებით გაწერილ, მონოტონურ პროცესს ჰგავს. თუმცა, სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემებში ტრაექტორია სრულად სხვა კანონზომიერებით ვითარდება. სოფო კორძაიას 6-წლიანი გზა აპგეიმინგში ამის საუკეთესო ილუსტრაციაა: Account Manager ➔ Key Account Manager ➔ Head of Partnerships ➔ Head of Commercial Operations & B2B.

რა ხდება ამ მასშტაბის ნახტომის მთავარი კატალიზატორი? სოფო გვიზიარებს, რომ განვითარების მთავარი პირობა მშრალი სამუშაო აღწერილობის და პოზიციით განსაზღვრული ვიწრო საზღვრების გარღვევაა.

„პირველი თვისება, რაც ჩემს კარიერულ გზაზე შემიძლია გამოვარჩიო, არის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი, იქნება ეს ახალი ამოცანები, კომპლექსური პროექტები თუ მიმდინარე პროცესები. ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არ ვიყო პოზიციისა და 'JD'-ის ჩარჩოებში. ყოველთვის მქონდა ინტერესი, აღმომეჩინა და განმევითარებინა ის უამრავი შესაძლებლობა, რაც გარშემო არსებობდა. სწორედ ამ ხედვამ და სიახლეებთან მარტივი ადაპტაციის უნარმა მომცა განვითარების სრულად სხვა სიჩქარე.“

ეს პერსონალური მიდგომა – ეძებო შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები მხოლოდ ვალდებულებებს ხედავენ – იდეალურად პასუხობს აპგეიმინგის ორგანიზაციულ ფილოსოფიას. კომპანია არ ცდილობს ნიჭიერი ადამიანების ხელოვნურ სტანდარტებში მოქცევას. პირიქით, ის ქმნის მოქნილ პლატფორმას, სადაც ინიციატივა და პროცესების საკუთარ თავზე აღება მთავარი ვალუტაა. ხოლო მაშინ, როდესაც ტალანტის შინაგანი ამბიცია და კომპანიის მიერ მიცემული მოქმედების თავისუფლება ერთმანეთს ემთხვევა, კარიერული ლიმიტი უბრალოდ ქრება.

"პატარა ქაოსების" მართვა და არასტერეოტიპული სტრუქტურა

სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მუდმივად ცვალებადი დინამიკაა. გარემოში, სადაც ინოვაციები ყოველდღიურად იბადება, შეუძლებელია წინასწარ არსებობდეს მზა სახელმძღვანელო ყოველი ახალი გამოწვევისთვის. ამგვარ ეკოსისტემაში წარმატება ნიშნავს არა ინსტრუქციების ბრმა მიყოლას, არამედ პროცესებში სისტემის დამოუკიდებლად შეტანას.

სოფოსთვის ეს რეალობა ყოველდღიურობად იქცა, სადაც კარიერული ზრდის პარალელურად, მას ხშირად უწევდა ისეთი სტრუქტურების შენება, რომლებიც მანამდე კომპანიაში ფიზიკურად არ არსებობდა.

„არსებობდა და არსებობს მიმართულებები, სადაც მე მჭირდებოდა სტრუქტურა და ამიტომ თავადვე ვქმნიდი იმ სისტემას, რომელიც მეგონა, რომ იმუშავებდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ყოველთვის ისე არ გამოსულა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა – იყო შეცდომებიც და წარუმატებელი ნაბიჯებიც. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არცერთი სტრუქტურა არ არის იმპერატიული მოცემულობა; აუცილებელია, ის დროს, საჭიროებას და მიმართულების განვითარებას მოერგოს. ამ ყველაფრის თავისუფლებას კი ნამდვილად მაძლევს აპგეიმინგი.“

ეს მიდგომა ხაზს უსვამს ორგანიზაციული მოქნილობის მნიშვნელობას. თანამედროვე კომპანიებში შეცდომა აღქმულია არა როგორც კრიტიკული მარცხი, არამედ როგორც სამუშაო ექსპერიმენტისა და ოპტიმიზაციის ბუნებრივი ნაწილი, რაც ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას, გაურკვევლობა მართვად, სტრატეგიულ პროცესად აქციონ.

მხარდაჭერა და პოტენციალის აღმოჩენა

ტალანტის ევოლუცია სწრაფდება მაშინ, როდესაც კომპანია მას ინტელექტუალურ და ემოციურ ზურგს უქმნის. სოფოს ქეისში ეს მხარდაჭერა აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც საწყისი შიშები ამბიციად გარდაქმნა:

„აპგეიმინგი მიქმნიდა გარემოს, სადაც მქონდა მორალური და ემოციური მხარდაჭერა, ჩემს განვითარებაში ინვესტიცია და, რაც მთავარია, ჩემში ისეთი პოტენციალის დანახვა, რასაც მე თავად ვერ ვხედავდი. დღეს ჩემს გუნდშიც იმავეს ვნერგავ: აუცილებელია, არსებობდეს კითხვების, დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების თავისუფალი სივრცე. იმის ცოდნა, რომ არსებობს მხარდაჭერის სისტემა, გადამწყვეტია.“

ეს შიდა სინერგია პირდაპირ განსაზღვრავს კომპანიის პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. თბილისის ოფისიდან გლობალური ბაზრების მართვა ბუნებრივი პროცესი ხდება, როდესაც ორგანიზაციას მკაფიოდ ესმის თავისი მასშტაბი:

„მხარდაჭერა ყველა მაილსთოუნზე იგრძნობა. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს გლობალურ ბაზარზე და წარმატებით გვიჭირავს ჩვენი ადგილი. რესურსები და გუნდები სრულად მობილიზებულია მიზნების გარშემო, კარგად გვესმის ჩვენი შესაძლებლობები და არ ვაპირებთ ტემპის დაგდებას.“ – სოფო კორძაია

საერთაშორისო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბება არ მოითხოვს გეოგრაფიული ლოკაციის შეცვლას. მთავარია ორგანიზაციული კულტურა, სადაც გლობალური ამბიცია გამყარებულია შესაბამისი რესურსებითა და ნიჭის მუდმივი წახალისებით.

დისციპლინა, როგორც არჩევანი და "Lights out and away we go" ტემპი

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში წარმატების გზა ხშირად ასოცირდება მუდმივ მოტივაციასთან, თუმცა რეალობა ბევრად უფრო პრაგმატულია. მოტივაცია ცვალებადი რესურსია, რომელიც ადრე თუ გვიან ქრება. ამ წერტილში იწყება დისციპლინისა და პასუხისმგებლობის როლი. სოფოსთვის ეს არის მთავარი ღერძი, რომელსაც ემატება სამი უცვლელი კომპონენტი: მუდმივი ინტერესი სიახლეების მიმართ, სწრაფი ადაპტაციის უნარი და ადამიანებთან გრძელვადიანი, სანდო ურთიერთობების აწყობა.

„სწრაფი ტემპი ჩემთვის სტრესი არ არის – პირიქით, კრეატიულობისა და მუშაობის ხალისის მომცემია. აპგეიმინგში მუშაობა ფორმულა 1-ის რბოლას ჰგავს: ტემპი არის ძალიან სწრაფი, დინამიკური, მუდმივად იცვლება მოცემულობები, იბადება ახალი იდეები და გამოწვევები. შესაბამისად, მოსაწყენად დრო უბრალოდ არ რჩება.“

სოფო კორძაიას 6-წლიანი ევოლუცია აპგეიმინგში ამტკიცებს, რომ თბილისის ოფისიდან საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური კარიერის შენება სრულიად შესაძლებელია. ამისთვის არ არის საჭირო გეოგრაფიული საზღვრების შეცვლა; საჭიროა მზაობა, რომ გასცდე კომფორტულ ჩარჩოებს და სწრაფი ტემპი სტრესის ნაცვლად შთაგონებად აქციო. ეს არის გზა მათთვის, ვისაც არ უყვარს რუტინა და მზად არის, თავად შექმნას საკუთარი ზრდის წესები.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებები შეზღუდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

ტრამპს ირანთან ომის განახლება აღარ სურს – WSJ

ტრამპს ირანთან ომის განახლება აღარ სურს – WSJ

BM.GE

საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა

საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა

BM.GE