მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კატარის ელჩმა ლაშა ხუციშვილი AIIB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია
კატარის ელჩმა ლაშა ხუციშვილი AIIB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია

კატარის ელჩმა ლაშა ხუციშვილი AIIB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 19:38|bm.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"შეხვედრის ფარგლებში კატარის ელჩმა ფინანსთა მინისტრს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა. ღონისძიება კატარის სახელმწიფოში გაიმართება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საფინანსო, სავაჭრო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე და ამ სფეროებში პარტნიორობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივებზე", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE