მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კავკასიის რეგიონში Google DV360-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი ქართული სააგენტო Ad Geeks გახდა
კავკასიის რეგიონში Google DV360-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი ქართული სააგენტო Ad Geeks გახდა

კავკასიის რეგიონში Google DV360-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი ქართული სააგენტო Ad Geeks გახდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 18:35|bm.ge

Ad Geeks-მა, ქართულმა მარკეტინგულმა სააგენტომ, ოფიციალურად მიიღო Google Marketing Platform Partner სტატუსი Display & Video 360-ის მიმართულებით. მსოფლიოში ამ სტატუსს მხოლოდ 200-მდე სააგენტო ფლობს, ხოლო Ad Geeks კავკასიის რეგიონში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი სააგენტოა, რომელმაც Google-ის აღნიშნული სერტიფიკაცია მიიღო.

Google Marketing Platform Partner-ის სტატუსი წარმოადგენს უმაღლეს პროფესიულ აღიარებას პროგრამატული რეკლამირების სფეროში. სერტიფიკაცია Google-ის მიერ ენიჭება სააგენტოებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკური ცოდნის, კამპანიების მართვის ხარისხისა და კლიენტებთან მუშაობის სტანდარტის მკაცრ მოთხოვნებს.

Display & Video 360 (DV360) არის Google-ის პროგრამატული რეკლამირების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბრენდებს შეუძლიათ ერთიანი სისტემიდან მართონ მრავალარხიანი კამპანიები YouTube-ზე, Netflix-ზე, Spotify-ზე, Connected TV არხებსა და ათასობით საერთაშორისო ვებსაიტსა და აპლიკაციაში. პლატფორმა აერთიანებს პრემიუმ ინვენტარს, აუდიტორიის დეტალურ სეგმენტაციასა და გაფართოებულ ანალიტიკას, ხოლო მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული Google Ads-ის ფუნქციონალს.

აღნიშნული სტატუსი Ad Geeks-ის კლიენტებისთვის ნიშნავს Google-თან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, DV360-ის მიმართულებით ოფიციალურად დადასტურებულ კომპეტენციასა და იმ შესაძლებლობებზე წვდომას, რომლებიც ოფიციალური პარტნიორებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს მოიცავს პრემიუმ სარეკლამო ინვენტარზე წვდომას, მრავალარხიანი კამპანიების ცენტრალიზებულ მართვასა და Google-ის მოწინავე პროგრამატული ტექნოლოგიების გამოყენებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

Ad Geeks უკვე 6 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის J.P. Morgan, Dell, Amazon, BlackRock და სხვა გლობალურ ბრენდებთან. სააგენტო კლიენტებს სთავაზობს ინტეგრირებულ სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს სტრატეგიულ დაგეგმვას, კრეატიული კონტენტის შექმნას, მედიის მართვას, პროგრამატულ რეკლამასა და კამპანიების ეფექტიანობის ანალიტიკას. სწორედ მსგავსი საერთაშორისო პროექტების გამოცდილება გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ პროფესიული სტანდარტის ჩამოყალიბებაში, რომელიც Google-მა შეაფასა.

Ad Geeks უახლოეს თვეებში გეგმავს კავკასიის რეგიონის ბრენდებთან თანამშრომლობის გაფართოებას და DV360-ის შესაძლებლობების გაცნობას ბაზრის წამყვან კომპანიებთან.

იხილეთ კომპანია Google-ის ოფიციალური პარტნიორების პორტალზე .

საკონტაქტო ინფორმაციაhttps://adgeeks.ge/ info@adgeeks.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE