მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხაშურის წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ AFD-სთან სასესხო შეთანხმების ვადა 2 წლით გახანგრძლივდება
ხაშურის წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ AFD-სთან სასესხო შეთანხმების ვადა 2 წლით გახანგრძლივდება

ხაშურის წყალმომარაგების გაუმჯობესების შესახებ AFD-სთან სასესხო შეთანხმების ვადა 2 წლით გახანგრძლივდება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 19:47|bm.ge

ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის დადებული სასესხო შეთანხმების ვადა 2 წლით გახანგრძლივდება. ამას ითვალისწინებს ცვლილებები, რომელიც

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, სესხის ხელმისაწვდომობის ვადა ორი წლით იზრდება და 2026 წლის 30 ივნისის ნაცვლად, 2028 წლის 30 ივნისით განისაზღვრება.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხი, რომლის მოცულობაც ჯამში 58 მილიონ ევროს შეადგენს, ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ხაშურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ქსელის სრულად და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციას, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშეწებლობას და ოპერირებისათვის საჭირო ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო მზის პანელების პროექტირება- მშენებლობას.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სესხის ჯამური ოდენობა არ იცვლება და თანხა უბრალოდ ორ ტრანშად იყოფა, რომელთაგან თითოეულს ხელმისაწვდომობის ინდივიდუალური ვადა განესაზღვრება.

"წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების ცვლილებას. ცვლილება ითვალისწინებს სესხის ხელმისაწვდომობის ვადის ორი წლით გადაწევას: ნაცვლად 2026 წლის 30 ივნისისა, ახალი ვადა 2028 წლის 30 ივნისით განისაზღვრება. გარდა ამისა, სესხის თანხა ორ ტრანშად იყოფა. სესხის ჯამური ოდენობა არ იზრდება და არ იცვლება უბრალოდ იყოფა ორ ნაწილად, რომელთაგან თითოეულისთვის ხელმისაწვდომობის შესაბამისი ვადა განისაზღვრა.

ვადის გადაწევის საჭიროება იმან განაპირობა, რომ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. ამ ეტაპზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, რის გამოც გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნულ პერიოდში ნაგებობის აშენებასა და ექსპლუატაციაში გაშვებას შევძლებთ", - აცხადებს გიორგობიანი.

კითხვაზე ტენდერის ხელახლა ჩაშლის საფრთხე არსებობს თუ არა გიორგობიანი პასუხობს, რომ 2028 წლის ზაფხულამდე სამუშაოების დასრულება შესაძლებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • აღიარებული ბრალი და გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვასილ მხეიძესთან. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდებაფორმულა
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

კრემლის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინის ომის დასრულების სანაცვლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა

კრემლის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინის ომის დასრულების სანაცვლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა

BM.GE

ECB-მ Mediobanca-სა და Monte dei Paschi-ს შერწყმის გეგმა დაამტკიცა

ECB-მ Mediobanca-სა და Monte dei Paschi-ს შერწყმის გეგმა დაამტკიცა

BM.GE

სუს-ის უფროსი ჩინეთში უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

სუს-ის უფროსი ჩინეთში უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

კატარის ელჩმა ლაშა ხუციშვილი AIIB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია

კატარის ელჩმა ლაშა ხუციშვილი AIIB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია

BM.GE