მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ირგვლივ ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა
ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ირგვლივ ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა

ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ირგვლივ ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 04:12|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისა და რეგულირების საკითხმა ვაშინგტონსა და სილიკონის ველზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ირკვევა, ტექნოლოგიის განვითარების ტემპთან დაკავშირებით პოლიტიკური და ტექნოლოგიური ელიტის ორი მკვეთრად განსხვავებული ჯგუფი გამოიკვეთა.

ერთ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი დევიდ საქსი აღმოჩნდნენ. მეორე მხარეს კი Anthropic-ის დამფუძნებელი დარიო ამოდეი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი, ბიზნესმენი ილონ მასკი და წამყვანი მკვლევრები გაერთიანდნენ.

საყურადღებო ფაქტია, რომ მოდელების განვითარების ტემპის შენელების მოთხოვნამ მეტოქე ლაბორატორიების ხელმძღვანელები და იდეოლოგიურად დაპირისპირებული პოლიტიკოსებიც კი გააერთიანა. როგორც ცნობილია, დარიო ამოდეიმ უსაფრთხოების რისკების გამო მოწინავე სისტემების შექმნის შეჩერება მოითხოვა - ამ ინიციატივას კი სემ ოლტმენი და ილონ მასკი შეუერთდნენ. მასკის განცხადებით, ტექნოლოგიურ საფრთხეებზე ის საზოგადოებას დიდი ხანია აფრთხილებს.

პარალელურად, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე რეგულაციების მხარდასაჭერად სენატორი ბერნი სანდერსი, კონგრესმენი ჩიპ როი და თეთრი სახლის ყოფილი სტრატეგი სტივ ბენონი გამოვიდნენ.

რაც შეეხება თეთრი სახლის პოზიციას, დონალდ ტრამპი ახალი რეგულაციების დაწესებას მკაცრად ეწინააღმდეგება. აშშ-ის პრეზიდენტმა ტექნოლოგიური კატასტროფის შესახებ გავრცელებულ გაფრთხილებებს „აფიორა“ და „სიცრუე“ უწოდა. დონალდ ტრამპმა მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეფერხებაც გააკრიტიკა. პრეზიდენტის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეზღუდვა ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციაში აშშ-ის პოზიციებს დაასუსტებს.

ამ პოზიციას Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგიც იზიარებს. ჰუანგის განმარტებით, კომპანიებს ახალი რეგულაციები არ სჭირდებათ და მათ მაქსიმალური სისწრაფით უნდა იმოქმედონ. აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმაც დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა Nvidia-ს ხედვას სრულად ემთხვევა.

ცნობისთვის, დისკუსიის ახალი ტალღა Anthropic-ის მკვლევრის, ჯეიკობ კოქსონის სამსახურიდან წასვლამ გამოიწვია. ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ წამყვანი ლაბორატორიები ადამიანების სიცოცხლით თამაშობენ. მოგვიანებით კომპანიის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიის მიერ კაცობრიობის განადგურების ალბათობა 10%-ზე მეტს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

1 ნოემბერი : როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

1 ნოემბერი : როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

BM.GE

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

BM.GE

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE