მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ხელს შეუწყობს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას" - ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე
"ხელს შეუწყობს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას" - ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე

"ხელს შეუწყობს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას" - ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე

BM.GE18 მაისი, 2026, 22:57|bm.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ეს ისტორიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და ზოგადად, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ჩინეთისთვის — ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადაგვყავს ლოგისტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს და ფაქტობრივად, შეფერხებული იყო მისი სრულად ექსპლუატაციაში შესვლა. თუმცა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფილ იქნა არსებული სამუშაოების უმოკლეს ვადებში დამთავრება.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზს უსვამს ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეების მიერ მიღებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ექვსი წლის შემდეგ პირველად დღეს ლიდერებმა მიიღეს ასევე ისტორიული გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის აღდგება სამგზავრო მატარებლის ოპერირება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით. აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია ტურიზმის მიმართულებით და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სახმელეთო საზღვრები არ ოპერირებს და მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით გვქონდა შესაძლებლობა, დედაქალაქებს ორი ქვეყნის დავკავშირებოდით. ასე რომ, ეს გადაწყვეტილებაც ისტორიულია“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE