მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 03:00|bm.ge

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

სამინისტროს ცნობით, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები აშენდება დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.

პროექტების ფარგლებში, ხუთივე მუნიციპალიტეტში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და საჭირო სათავსოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NBA-იმ კავაი ლეონარდი და “ლოს-ანჯელეს კლიპერსი” დასაჯა

NBA-იმ კავაი ლეონარდი და “ლოს-ანჯელეს კლიპერსი” დასაჯა

BM.GE

მხოლოდ მწარმოებელსა და მარკეტებს შორის ურთიერთობაზე მსჯელობა შედეგს ვერ მოიტანს - ლაშა რიჟამაძე

მხოლოდ მწარმოებელსა და მარკეტებს შორის ურთიერთობაზე მსჯელობა შედეგს ვერ მოიტანს - ლაშა რიჟამაძე

BM.GE

როგორი ფინანსური შედეგები აქვს $1.7-ტრილიონიან Broadcom-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს $1.7-ტრილიონიან Broadcom-ს?

BM.GE

მარკო რუბიომ აშშ-ის ელჩებს დაავალა, სახელმწიფოების ლიდერებს ირანთან სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა მოსთხოვონ

მარკო რუბიომ აშშ-ის ელჩებს დაავალა, სახელმწიფოების ლიდერებს ირანთან სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა მოსთხოვონ

BM.GE