მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხუთ თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს - ზიანის ოდენობა ₾257 000-ია
ხუთ თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს - ზიანის ოდენობა ₾257 000-ია

ხუთ თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს - ზიანის ოდენობა ₾257 000-ია

BM.GE13 ივნისი, 2026, 02:30|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257 000 ლარია.

"მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 24 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ", - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE