მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება
ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE24 აგვისტო, 2026, 01:10|bm.ge

ხვალ, 24 აგვისტოს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.

ცნობისთვის, სასკოლო ფორმები, რომელიც 2026-2027 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, 1 სექტემბრიდან გაიყიდება. უკვე ცნობილია ის პუნქტები ქალაქების მიხედვით, სადაც მშობლები შვილებისთვის ფორმების შეძენას ფიზიკურად შეძლებენ. გარდა ამისა, ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს.

ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები|ზუსტი მისამართების სრული ჩამონათვალი

რა შედის სასკოლო ფორმის კომპლექტში

პროგრამით განსაზღვრული სასკოლო ფორმის კომპლექტი ბიჭებისთვის მოიცავს ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, ხოლო გოგოებისთვის — ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას.

განათლების მინისტრის 25 ივლისის ბრძანებით ასევე განსაზღვრულია სასკოლო ფორმის საცალო ფიქსირებული ფასები. როგორც ბიჭის, ისე გოგოს ფორმის სრული კომპლექტის საცალო ღირებულება 95 ლარია.

ცალკეული ნივთების ფასებია:

• ბიჭის პიჯაკი — 45 ლარი; • ბიჭის შარვალი — 25 ლარი; • გოგოს პიჯაკი — 45 ლარი; • გოგოს შარვალი — 25 ლარი; • გოგოს ქვედაკაბა — 25 ლარი.

ცალკეული მოსწავლეებისთვის სკოლის ფორმის მიღება უფასო იქნება, კერძოდ, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

• არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია; • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია; • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში; • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში; • სარგებლობენ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებით; • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში; • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებსიმედი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

BM.GE

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

BM.GE