მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-6 ადგილი დაიკავა | რომელი ქართველები იყვნენ ნომინირებულები "ოქროს ბურთზე"?
ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-6 ადგილი დაიკავა | რომელი ქართველები იყვნენ ნომინირებულები "ოქროს ბურთზე"?

ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-6 ადგილი დაიკავა | რომელი ქართველები იყვნენ ნომინირებულები "ოქროს ბურთზე"?

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 15:54|bm.ge

ლონდონში "ლონდონ პალადიუმის" თეატრში გამართულ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინაციაში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც როგორც მისი კარიერის ასევე ზოგადად ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას 2023 წელს მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაპოვებინა და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მე-17 ადგილი მიანიჭეს, ხოლო 2025 წელს "პსჟ"-სთან ერთად შესრულებული ტრებლის შემდეგ მე-12 პოზიცია არგუნეს.მანამდე ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი მე-7 ადგილი იყო, რომელიც რამაზ შენგელიას ეკუთვნოდა 1981 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე. ზოგადად 1981 წელს "დინამო თბილისის" თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების შედეგად იმავე წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალი გამოსარჩევია იმითაც, რომ ყველაზე მეტი - 3 ქართველი ფეხბურთელი იყო ნომინირებული და აქედან ორმა ალექსანდრე ჩივაძემ და რამაზ შენგელიამ ათეულში მოახვედრეს შესვლა, შესაბამისად მე-8 და მე-7 პოზიციებზე, ხოლო დავით ყიფიანს მე-11 ადგილი მიანიჭეს. პირველი ქართველი ოქროს ბურთის ნომინანტები კი 1961 წელს მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი იყვნენ, შემდეგ 1965 წელს მეტრეველი კვლავაც მოხვდა ექსპერტთა რჩეულებს შორის. ამის შემდეგ 1968 წელს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო მურთაზ ხურცილავა შეიყვანეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, რომელიც ამავე ჯილდოს პრეტენდენტებს შორის 1972 წელსაც წარადგინეს.ცნობისთვის გეტყვით, რომ 2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა, რომელმაც გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო ინგლისის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე" - თამარ იოსელიანი TRACECA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

"ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე" - თამარ იოსელიანი TRACECA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

BM.GE

სებ-ი ციფრული ლარის საპილოტე პროექტზე მუშაობს - ნათია თურნავა

სებ-ი ციფრული ლარის საპილოტე პროექტზე მუშაობს - ნათია თურნავა

BM.GE

საქართველო ფინანსური ინოვაციების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - სოპნენდუ მოჰანტი

საქართველო ფინანსური ინოვაციების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - სოპნენდუ მოჰანტი

BM.GE

გაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის

გაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის

BM.GE