მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა
კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 15:54|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის jamSi 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა. საუბარია ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლებზე.

ზესტაფონის სკოლის პროექტის სავარაუდო ღირებულება 14 940 840 ლარია, ქვემო ბოდბის სკოლის პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 242 920 ლარი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელს ჯალაურთის სკოლის პროექტის სავარაუდო ღირებულება - 15 086 640 ლარია, სარეკის სკოლის - 10 476 200 ლარი, ხულოს სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის კი - 8 505 520 ლარი.

ხუთივე შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადად 16 თვეა მითითებული. წინადადებების მიღება სექტემბრის ბოლოს დაიწყება და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ 20 სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციაზე გამოაცხადა ტენდერი. მათ შორისაა, მათ შორისაა დაბა მესტიის №1, სოფლების - საყულიის, ჭიკაანის, საბუეს, ახალსოფლის N2, დარჩელის N2, ქვეშეთის, ბაზალეთის, საკრამულის, ქსოვრისის, ლამისყანის, უფლისციხის, წონიარისის, უდაბნოს, ვაჩიანის, დაბა ახალდაბის, ბორჯომის N3, ახმეტის №2, წყალტუბოს №3 და თბილისის №221 (კომაროვის სახელობის სკოლის დიდი დიღმის ფილიალი) საჯარო სკოლები.

2027 წელს მთავრობა 200 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტის განათლების კომიტეტზე საუბრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად დაძლეულია და მომდევნო 2-3 წელში ამ მიმართულებით ტემპი დაჩქარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეფციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა

რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეფციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა

BM.GE

შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია - GPR Nuts

შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია - GPR Nuts

BM.GE

ხვალ, გაზმომარაგება სამგორში 13 600 აბონენტს 24 საათით შეუწყდება - "თბილისი ენერჯი"

ხვალ, გაზმომარაგება სამგორში 13 600 აბონენტს 24 საათით შეუწყდება - "თბილისი ენერჯი"

BM.GE

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE