მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეფციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა
რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეფციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა

რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეფციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 15:23|bm.ge

რაჭის ახალი კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციაზე მუშაობის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა. აღსანიშნავია, რომ კონცეფციაზე მუშაობს საერთაშორისო კომპანია CITYFÖRSTER PartGmbB, რომელსაც "კურორტების განვითარების სააგენტომ" 335 134 დოლარის ხელშეკრულება 2025 წლის 17 ოქტომბერს გამარტივებული შესყიდვით გაუფორმა. ცნობისთვის, კურორტების განვითარების სააგენტო გასული წლის ბოლოს გაუქმდა და მისი ფუნქციები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეითავსა. შესაბამისად, კომპანია CITYFÖRSTER PartGmbB-თან გაფორმებული ხელშეკრულებაც ტურიზმის ადმინისტრაციამ გადაიბარა.

ამჯერად უწყება ითხოვს, გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას და მომსახურების შესრულებისა და ჩაბარების ვადის 2026 წლის 15 დეკემბრამდე გახანგრძლივებას. საქმე ისაა, რომ ამ დრომდე ერთხელ უკვე გადავადდა აღნიშნულ კონცეფციაზე მუშაობის დასრულება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე. არადა, ხელშეკრულების თანახმად, კონცეფციაზე მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში, ანუ მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.

ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, კონცეფციაზე მუშაობის გადავადება აუცილებელია პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული საბოლოო კონცეფციის სრულყოფილად და ხარისხიანად მომზადებისთვის. ცვლილების საჭიროება კი განპირობებულია "პროექტის განხორციელების პროცესში გამოვლენილი გარემოებებითა და სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობით, რომელთა სრული მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო".

“პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მომზადებული ანგარიში — „ხედვა, სტრატეგია, სიცოცხლისუნარიანობა“ — წარმოადგენდა მასშტაბურ და მრავალკომპონენტიან დოკუმენტს, რომელიც მოიცავდა საკვლევი ტერიტორიების განვითარების ალტერნატიული სცენარების შემუშავებას, ურბანული და სივრცითი გადაწყვეტების განხილვას, ფინანსურ და ეკონომიკურ შეფასებას, განვითარების სცენარების შედარებით ანალიზსა და შემდგომი განვითარებისათვის ოპტიმალური სცენარის შერჩევას.წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოცულობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, მეორე ეტაპის ფარგლებში მნიშვნელოვანი დრო დაეთმო:• წარმოდგენილი მასალებისა და განვითარების ალტერნატიული სცენარების დეტალურ განხილვასა და შეფასებას;• შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით დოკუმენტაციის განხილვას და მათგან მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღებას;• მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების დამუშავებას, შესაბამისი საკითხების დაზუსტებასა და საბოლოო დოკუმენტაციაში მათ სრულფასოვან ასახვას;• სივრცითი დაგეგმარების, ფინანსური მოდელირებისა და პროექტის სხვა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების შეჯერებას.აღნიშნულმა პროცესებმა თავდაპირველად გათვალისწინებულზე მეტი დრო მოითხოვა, თუმცა მათი სრულყოფილად განხორციელება აუცილებელი იყო პროექტის მესამე, საბოლოო ეტაპზე გადასასვლელად და საბოლოო კონცეფციის მომზადებისათვის სათანადო საფუძვლის შესაქმნელად. შესაბამისად, მეორე ეტაპის განხილვისა და შეთანხმების პროცესის ხანგრძლივობამ შეამცირა მესამე ეტაპის სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისათვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი პერიოდი.ამასთან, პროექტის მესამე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაო თავისი მოცულობითა და კომპლექსურობით კიდევ უფრო მასშტაბურია, ვინაიდან იგი წარმოადგენს პროექტის საბოლოო ეტაპს და ითვალისწინებს წინა ეტაპებზე მიღებული შედეგების, შეთანხმებული განვითარების სცენარების, სივრცითი და ურბანული გადაწყვეტების, ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრების, საინვესტიციო პაკეტების, ინფრასტრუქტურული საჭიროებებისა და შესაბამისი ვიზუალური მასალების ერთიან საბოლოო კონცეფციაში ინტეგრირებასა და დეტალიზაციას.პროექტის საბოლოო შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მესამე ეტაპით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი მომზადდეს სრულყოფილად, იყოს ერთმანეთთან თანხვედრილი და სათანადოდ ასახავდეს წინა ეტაპების განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მოსაზრებებს.შესაბამისად, მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების რეალური მოცულობისა და კომპლექსურობის, ასევე მეორე ეტაპის განხილვისა და შეთანხმების პროცესისთვის საჭირო დამატებითი დროის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მესამე ეტაპის — საბოლოო კონცეფციის — შესრულებისა და ჩაბარების ვადის გაგრძელება 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილი და ხარისხიანი შესრულება”, - წერია განმარტებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოში, შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რაჭაში ახალი კურორტ(ებ)ის არსებობა, შესაბამისად რეგიონში კონკურენტუნარიანი და ოთხსეზონური მთის კურორტების განვითარებისთვის შერჩეულია ორი პრიორიტეტული მიმართულება ახალი კურორტების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს ონის მუნიციპალიტეტში მრავალძალის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხარტალი-ბეთლევი-შხივანას არეალებს. ამგვარად, მრავალძალი, შხივანა, ბეთლევი, სხარტალი - ეს ის ზონებია, რომლებზეც 2024 წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, სახელმწიფომ ტურისტული განვითარებისთვის მოიძია. აღსანიშნავია, რომ შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომ სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

კიდევ ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62,2 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE

შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია - GPR Nuts

შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის მთლიანი მოსავლის ექსპორტირება შესაძლებელია - GPR Nuts

BM.GE

ხვალ, გაზმომარაგება სამგორში 13 600 აბონენტს 24 საათით შეუწყდება - "თბილისი ენერჯი"

ხვალ, გაზმომარაგება სამგორში 13 600 აბონენტს 24 საათით შეუწყდება - "თბილისი ენერჯი"

BM.GE

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE