მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების შეფასების $5 ტრილიონით შემცირება?
რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების შეფასების $5 ტრილიონით შემცირება?

რამ გამოიწვია ტექნოლოგიური კომპანიების შეფასების $5 ტრილიონით შემცირება?

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 03:55|bm.ge

6 ოქტომბერს, Nasdaq-ის ინდექსის მიერ რეკორდული ნიშნულის მიღწევის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტების, AI-სტარტაპების და ჩიპების მწარმოებელი კომპანიების საბაზრო ღირებულება ჯამურად 5 ტრილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო თავად Nasdaq-100 ინდექსი 9%-ით დაეცა.

ვარდნის მიზეზებს რაც შეეხება, ინვესტორებში სკეპტიციზმი მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა დანახარჯებმა და მოსალოდნელზე სუსტმა კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა გამოიწვია. Google-ის, Amazon-ის, Meta-ს, Microsoft-ისა და Oracle-ის მიერ AI-ისა და მონაცემთა ცენტრების მიმართულებით ინვესტიციების მოცულობა იზრდება, თუმცა კაპიტალბანადებისთვის კომპანიებს ვალის აღება უწევთ, რაც ინვესტორებს არ მოსწონთ, რადგან FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება და თან კორპორაციული თუ სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვალის აღება გაძვირებულია და ყოველი დამატებითი ობლიგაციის გამოშვება კომპანიებზე სავალო ზეწოლას უფრო მეტად ზრდის.

ცხადია, არსებობს მეორე გზაც - ახალი აქციების გამოშვება, რომელსაც, მაგალითად, Meta-მ მიმართა, რაც ასევე ნეგატიურად მიიღეს ინვესტორებმა, რადგან ახალი აქციების გამოშვებით არსებული აქციების მფლობელები კომპანიის უფრო ნაკლებ პროცენტს იღებენ, რასაც წილის განზავება ეწოდება.

ამ ყველაფერთან ერთად, ისევ გაურკვეველია აშშ-ირანის ომის ბედ-იღბალი და არც ის ვიცით, თუ როდის დამყარდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და როდის დასრულდება ენერგეტიკული კრიზისი, რომელმაც, თავის მხრივ, ნავთობის 80%-ით, საწვავის 110%-ით და გაზის 260%-ით გაძვირება გამოიწვია. ეს კი გლობალურად ინფლაციის დაჩქარების და მის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მთავარი გამომწვევი მიზეზია.

თუ 2026 წლის დასაწყისში ინვესტორები გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, გაიაფებულ ენერგორესურსებს და FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას ელოდნენ - 2026 წლის ბოლოს აბსოლუტურად საპირისპირო ვითარება მივიღეთ და რაც ყველაზე უარესია, ისიც არ ვიცით, 2027 წელი უკეთესი იქნება თუ უარესი.

მოკლევადიანი არასტაბილურობის მიუხედავად, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლები სტაბილურად იზრდება, კორპორაციული სექტორი ვითარდება და AI-ზე მოთხოვნა ყოველ თვე ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს, შესაბამისად, დღეს საფონდო ბაზრის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა გეოპოლიტიკურია და არა ფუნდამენტური.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოარუსთავი 2
  • საიას შეფასებით, მანჯგალაძის განაჩენი დასაბუთებული არ არისნეტგაზეთი
  • საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზეტვ პირველი
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
შეფასება →

მსგავსი სტატიები

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

Marvell Technology-ი $115 მილიარდად კომპანია Lumentum-ს ყიდულობს

BM.GE

ADNOC-ის ხელმძღვანელი: მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელით შემცირდა

ADNOC-ის ხელმძღვანელი: მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 1 მილიარდი ბარელით შემცირდა

BM.GE

სამხრეთ კორეამ AI-ს განსავითარებლად რეკორდული, $610-მილიარდიანი ბიუჯეტი წარადგინა

სამხრეთ კორეამ AI-ს განსავითარებლად რეკორდული, $610-მილიარდიანი ბიუჯეტი წარადგინა

BM.GE

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?

კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია - რა თანხა გამოიმუშავა "მერსედესმა"?

BM.GE