მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კლოდ მონეს დღემდე უცნობმა ნახატმა, შესაძლოა, სააუქციონო რეკორდი დაამყაროს - სავარაუდო ფასი $34 მილიონია
კლოდ მონეს დღემდე უცნობმა ნახატმა, შესაძლოა, სააუქციონო რეკორდი დაამყაროს - სავარაუდო ფასი $34 მილიონია

კლოდ მონეს დღემდე უცნობმა ნახატმა, შესაძლოა, სააუქციონო რეკორდი დაამყაროს - სავარაუდო ფასი $34 მილიონია

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 19:48|bm.ge

ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ნამუშევარი პარიზში აუქციონზე გაიყიდება. ტილოს სავარაუდო ღირებულება $25–34 მილიონია. თუ აუქციონზე მოსალოდნელი ფასი რეალიზდა, მონეს Iris შესაძლოა საფრანგეთში აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი გახდეს.

1924–1925 წლებში შექმნილი „Iris“ მონეს მიერ მისი შემოქმედების ბოლო ათწლეულში შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტილოა. ნახატი წლების განმავლობაში ერთი ოჯახის საკუთრებაში იყო და მისი არსებობის შესახებ საზოგადოებისთვის მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოებიდან იყო ცნობილი. აუქციონამდე ნამუშევრის ნახვა Sotheby’s-ის პარიზის ფილიალშია შესაძლებელი.

„ნახატი არ არის დაზიანებული და არც ლაქითაა დამუშავებული“, - განუმარტა იმპრესიონიზმისა და მონეს ექსპერტმა მარიან მატიუმ Associated Press-ს. მისი შეფასებით, ნამუშევარი „ამაღელვებელი, მნიშვნელოვანი და იშვიათი აღმოჩენაა“.

„Iris“ პარიზში აუქციონზე 22 ოქტომბერს გაიყიდება და ჟან შლუმბერგერის, ენერგეტიკული გიგანტი SLB-ის თანადამფუძნებლის მეუღლის, პირადი კოლექციის ნაწილია. აუქციონზე კლოდ მონეს კიდევ სამი ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი: Weeping Willow, The House Through the Roses და The Seine at Vernon, the Tree. შლუმბერგერის ოჯახმა ეს ნამუშევრები 1956 წელს შეიძინა, როდესაც ისინი მონეს ვაჟის, მიშელ მონეს, საკუთრებაში იყო.

სიმბოლურია, რომ წელს მონეს გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. მონე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა plein air-ის, ანუ ღია ცის ქვეშ ხატვის ტექნიკის განვითარებაში. სწორედ მისი ნამუშევრის - Impression, Sunrise („შთაბეჭდილება, ამომავალი მზე“) - სახელიდანაა აღებული მიმდინარეობის სახელწოდება „იმპრესიონიზმი“.

მონეს გარდაცვალების შემდეგ მისმა შემოქმედებამ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. Sotheby’s-ის უფროსი საერთაშორისო სპეციალისტის, თომას ბომპარსის, თქმით, ზოგიერთი კრიტიკოსი მის ნამუშევრებს „შემოქმედებით თვითმკვლელობად“ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ისინი „ბრმა ხელოვანის“ ან და „გიჟი მოხუცი კაცის“ შექმნილი იყო.

კრიტიკის მიუხედავად, დღეს მონეს ნამუშევრები მილიონობით დოლარად იყიდება. მიმდინარე წლის ივნისში მისი ნამუშევარი Nymphéas (1907) აუქციონზე 40.76 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც დაახლოებით $54 მილიონს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზე

"ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზე

BM.GE

ერაყი, UAE, ჰონკონგი... - 8 თვეში თაფლის ექსპორტი 211.5%-ით გაიზარდა

ერაყი, UAE, ჰონკონგი... - 8 თვეში თაფლის ექსპორტი 211.5%-ით გაიზარდა

BM.GE

სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, გენერაციის შეზღუდვები დამატებით რისკებს უქმნის ინვესტორებს - ლევან ვეფხვაძე

სამშენებლო ხარჯების ზრდასთან ერთად, გენერაციის შეზღუდვები დამატებით რისკებს უქმნის ინვესტორებს - ლევან ვეფხვაძე

BM.GE

ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

ნავთობისა და გაზის ახალი საბადოების აღმოჩენა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

BM.GE