მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება
კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება

კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 12:52|bm.ge

საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს, გენერალ-მაიორ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დანიშვნიდან ორ თვესა და თითქმის ორ კვირაში მოუხსნეს.

შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა ჰქონდა დანიშნული.

განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მანამდე მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს [სუს] ხელმძღვანელობდა, თუმცა აპრილში თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 161 სტატია.

  • მოსკოვი კობახიძის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ელოდება - მიხაილ გალუზინის განცხადებატვ პირველი
  • კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ფოსტის“ ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა - „საქართველოს ფოსტას“ დარჩენილი ჰქონდა 20 მლნ ლარის დავალიანება, რასაც გაისტუმრებს, წლიურ მოგებაზე გავა და დარჩება, როგორც მომგებიანი კომპანიარუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 16-22 ნოემბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 16-22 ნოემბერი

BM.GE

22 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

22 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

BM.GE

რა ღირს გაზის დეტექტორები? - მუშაობის პრინციპი და სახეობები

რა ღირს გაზის დეტექტორები? - მუშაობის პრინციპი და სახეობები

BM.GE