მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძის თქმით, როგავას, ხაბეიშვილის და მაისაშვილის თავდამსხმელების დაკავებამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობა დაადასტურა
კობახიძის თქმით, როგავას, ხაბეიშვილის და მაისაშვილის თავდამსხმელების დაკავებამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობა დაადასტურა

კობახიძის თქმით, როგავას, ხაბეიშვილის და მაისაშვილის თავდამსხმელების დაკავებამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობა დაადასტურა

BM.GE8 მაისი, 2026, 18:25|bm.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ გურამ როგავას, ლევან ხაბეიშვილის და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობისთვის თავდამსხმელების დაკავების ფაქტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა დაადასტურა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს. ეს ხელწერა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხელწერის და სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არცერთი შემთხვევა. სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი, შესაბამისი პირების დაკავება. როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, გუშინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა. როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE