
კომპანია ლეიაუთისა და იტალიური არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია D73-ის სტრატეგიული პარტნიორობა
საინჟინრო სისტემების საპროექტო კომპანია ლეიაუთი და იტალიური არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია D73 სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. პარტნიორობის მიზანია პრემიუმ კლასის არქიტექტურული კონცეფციის, ინტერიერის დიზაინისა და პროფესიონალური საინჟინრო პროექტირების ერთიან სივრცეში გაერთიანება. ეს კოლაბორაცია ეფუძნება იტალიური გამოცდილებისა და ლეიაუთის მხრიდან ქართველი მომხმარებლის საჭიროებების ღრმა ცოდნის სინთეზს, რაც დამკვეთისთვის კომფორტისა და მომსახურების სრულიად ახალი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
ლეიაუთი, რომელიც სპეციალიზებულია მექანიკური, ელექტრო და წყლის (MEP) საინჟინრო სისტემების პროექტირებაში, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და თავის სერვისს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებებიც დაამატა. კომპანიის პორტფოლიო 50-ზე მეტ წარმატებულ პროექტს აერთიანებს. ეს მრავალფეროვანი გამოცდილება უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო სისტემების საპროექტო სამუშაოების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა მასშტაბის ობიექტების უსაფრთხო, ენერგოეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფუნქციონირების მყარი საფუძველია.
ცნობილი არქიტექტორების, მარკო ვიზმარასა და ანდრეა ვიგანოს მიერ იტალიაში, 2007 წელს დაფუძნებული საერთაშორისო სტუდია D73 ცნობილია პრემიუმ კლასის სასტუმროების, ველნეს ცენტრების, პრემიუმ კლასის ოფისების და ექსკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსების გამორჩეული ინტერიერის დიზაინის შექმნით. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, მათ შორის განხორციელებული აქვთ ხმელთაშუაზღვსპირეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, ემირატებსა და მრავალ სხვა პრემიუმ ლოკაციებზე მდებარე პროექტები.
აღნიშნული თანამშრომლობა დამკვეთს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს — ერთიან სივრცეში, კომპლექსურად მიიღოს მომსახურების სრული სპექტრი: არქიტექტურა, საინჟინრო სისტემების პროექტირება და ინტერიერის დიზაინი. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკური უზუსტობების რისკს, აუმჯობესებს შენობების საექსპლუატაციო მახასიათებლებს და ხელს უწყობს სამშენებლო პროცესის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას, რაც ეფექტიანობასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს.
პარტნიორობის ფარგლებში, ლეიაუთი და სტუდია D73 უკვე მუშაობენ ერთობლივ პროექტებზე, რაც ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ინოვაციური საინჟინრო მიდგომების განვითარებას, პრემიუმ ხარისხის არქიტექტურული კონცეფციებისა და გამორჩეული იტალიური სტილის ინტერიერის დიზაინის შექმნას უწყობს ხელს
BM.GE
წყარო: bm.ge