მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონგო ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ვაქცინის 70 000 დოზას მიიღებს
კონგო ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ვაქცინის 70 000 დოზას მიიღებს

კონგო ებოლას ეპიდემიის წინააღმდეგ ვაქცინის 70 000 დოზას მიიღებს

BM.GE22 აგვისტო, 2026, 03:00|bm.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი პარტნიორების გადაწყვეტილებით, ადგილობრივი მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის, „Ervebo“-ს 70 000 დოზას დაუყოვნებლივ გააგზავნიან.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვაქცინა ებოლას უფრო გავრცელებული, "ზაირის" შტამის წინააღმდეგაა დამტკიცებული, ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ მას მიმდინარე ეპიდემიის გამომწვევი „ბუნდიბუგიოს“ შტამისგან დაცვაც შეუძლია. ჯანმოს გადაწყვეტილებით, გამოყოფილი რაოდენობიდან 20 000 დოზა მესამე ფაზის კლინიკურ კვლევებს მოხმარდება ვაქცინის ეფექტიანობის შესაფასებლად, ხოლო დარჩენილ 50 000 დოზას წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ. მიმდინარე ეპიდემია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ექვს პროვინციაში ვრცელდება, ებოლას ისტორიაში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და სასიკვდილოა. 15 მაისს ეპიდემიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, კონგოში ვირუსის 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2 300-ს გადააჭარბა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 47.5%-ს შეადგენს, ზოგიერთ რთულ რეგიონში კი 70%-მდეც ადის, რასაც ინფიცირებულთა აღრიცხვის სირთულე და დამტკიცებული სამკურნალო საშუალებების ნაკლებობა განაპირობებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინის მიწოდება გადამწყვეტ როლს შეასრულებს მედიკოსების ძალისხმევაში, რათა ვირუსის გავრცელება დროულად შეჩერდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Brabus-მა ახალი კუპე წარადგინა

Brabus-მა ახალი კუპე წარადგინა

BM.GE

აშშ-ის ავიამზიდი USS Abraham Lincoln 9-თვიანი მისიის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება

აშშ-ის ავიამზიდი USS Abraham Lincoln 9-თვიანი მისიის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება

BM.GE

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 74%-ით გაიზარდა

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 74%-ით გაიზარდა

BM.GE

არმატურის იმპორტზე ტონაზე ₾420-ის მოსაკრებელი 1 სექტემბრამდეა მოქმედი - გახანგრძლივდება თუ არა კიდევ ერთხელ

არმატურის იმპორტზე ტონაზე ₾420-ის მოსაკრებელი 1 სექტემბრამდეა მოქმედი - გახანგრძლივდება თუ არა კიდევ ერთხელ

BM.GE