
აშშ-ის ავიამზიდი USS Abraham Lincoln 9-თვიანი მისიის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება
ცხრათვიანი უწყვეტი მისიის შემდეგ, აშშ-ის ავიამზიდი USS Abraham Lincoln, რომელზეც 5 000-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება, სან-დიეგოს ბაზაზე ბრუნდება.
ახლო აღმოსავლეთში, სადაც ხომალდი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა, მას USS George Washington ჩაანაცვლებს. ავიამზიდი თავდაპირველად ექვსთვიან მისიაზე იყო გაგზავნილი, თუმცა კონფლიქტის გამო ვადა გახანგრძლივდა და ხომალდმა ზღვაში 250 დღეზე მეტი ისე გაატარა, რომ პორტში არც ერთხელ გაჩერებულა. ეკიპაჟის წევრების ოჯახები გემზე არსებულ მძიმე პირობებზე, საკვებისა და მარაგების დეფიციტზე, ასევე სამხედროების მენტალური ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვითარების სიმძიმეს უარყოფენ. ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ბრედ კუპერის განცხადებით კი სამხედროებმა დაკისრებული მოვალეობა უმაღლეს დონეზე შეასრულეს და ახლა შინ დაბრუნებას იმსახურებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge