მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონგრესმენები Ford-ს ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ
კონგრესმენები Ford-ს ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ

კონგრესმენები Ford-ს ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 00:29|bm.ge

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი კანონმდებლები ავტომწარმოებელ Ford-სა და ჩინურ კომპანიებს შორის არსებულ ბიზნესკავშირებს ღიად აკრიტიკებენ.

განსაკუთრებით კრიტიკული ტალღა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის, შონ დაფის მიერ გაგზავნილ წერილს მოჰყვა. მინისტრმა Ford-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯიმ ფარლის ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ბატარეების მწარმოებელ ჩინურ CATL-თან, ასევე Geely-სა და BYD-სთან თანამშრომლობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ამასთან, რესპუბლიკელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ კომპანიამ პარტნიორობა აშშ-ის მოკავშირეებთან უნდა განავითაროს და არა კონკურენტებთან.

საყურადღებოა, რომ აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მიჩიგანის შტატში მდებარე ქარხანაში CATL-ის ლიცენზირებული ტექნოლოგიების გამოყენება იწვევს, ვინაიდან აღნიშნული ჩინური საწარმო პენტაგონის "სამხედრო სექტორთან დაკავშირებული კომპანიების სიაში" ირიცხება.

თავის მხრივ, Ford-ის წარმომადგენლებმა ტრანსპორტის მინისტრის ბრალდებებს უპასუხეს და განაცხადეს, რომ წერილი მედიის ყურადღების მიპყრობის მცდელობაა. კომპანიის განმარტებით, იმ ფონზე, როდესაც კონკურენტები ჩინური ბატარეების იმპორტს განაგრძობენ, Ford-ი ინვესტიციებს ამერიკაში წარმოების განვითარებისთვის ახორციელებს, მიჩიგანის საწარმოს სრულად ფლობს, ოპერაციებს აკონტროლებს და ადგილობრივ კადრებს ასაქმებს, ამიტომ ამ საწარმოში CATL-ის ტექნოლოგიების გამოყენებაზე პროტესტი უსამართლოა.

ბრალდებებს ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკულ და ჩინურ საწარმოებს შორის ნორმალური ბიზნესთანამშრომლობის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს, ტრამპის ადმინისტრაციამ კი საბაზრო ეკონომიკის კანონებსა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს პატივი უნდა სცეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თხევადი გაზის სექტორის მიმართ შეღავათების დაწესებაა საჭირო - ზაალ იაკობიძე

თხევადი გაზის სექტორის მიმართ შეღავათების დაწესებაა საჭირო - ზაალ იაკობიძე

BM.GE

სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს

სამინისტრო „საგანმანათლებლო რესურსებს“ პირველკლასელებისთვის ₾10.3 მილიონის 13 999 ბუქს გადასცემს

BM.GE

27 ქართველი პროდუქტის დიზაინერი ერთ სივრცეში — The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში

27 ქართველი პროდუქტის დიზაინერი ერთ სივრცეში — The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში

BM.GE

„ემ თი ეი“ ზვავსაწინააღმდეგო სისტემის შესაძენად 409 ათასი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„ემ თი ეი“ ზვავსაწინააღმდეგო სისტემის შესაძენად 409 ათასი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

BM.GE