მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონკურენციის სააგენტომ „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა
კონკურენციის სააგენტომ „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა

BM.GE27 მაისი, 2026, 15:09|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ 3 000 ლარით დააჯარიმა. უწყების განმარტებით, სანქციის მიზეზი საქმის მოკვლევის პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუწოდებლობა გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის მიმართ საქმის მოკვლევა „კონკურენციის შესახებ“ კანონის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის საფუძველზე, ჯერ კიდევ 2025 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით მიმდინარეობს.

GCCA-ში აცხადებენ, რომ მოკვლევის ფარგლებში მათ მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან შესაბამისი მასალები გამოითხოვეს, თუმცა კომპანიამ, ოფიციალური წერილის ჩაბარების მიუხედავად, საჭირო დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარადგინა, რის გამოც ჯარიმა დაეკისრა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2022 წელს დარეგისტრირდა და მისი წილის 100%-ს ლევან შარანგია ფლობს. თავადაა დირექტორიც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE