მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება
კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება

კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 22:35|bm.ge

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026“ განაცხადების მიღება გრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებსა და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომელთა ნამუშევრები გამოქვეყნებულია ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

ევროკავშირის პრიზი 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცემა. ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან კონკურსანტმა მხოლოდ ერთი კატეგორია უნდა შეარჩიოს და შერჩეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს:

• სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში; • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე; • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე; • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე; • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე; • საერთო ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდურ, ონლაინ ან სოციალურ მედიაში; • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2026 წლის ბოლოს, დაჯილდოების ცერემონიაზე.

კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა, ხელმისაწვდომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიებარუსთავი 2
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →მიღება →

მსგავსი სტატიები

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

BM.GE

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

BM.GE