მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკრო/მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვის შეეძლება მონაწილეობა?
მიკრო/მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვის შეეძლება მონაწილეობა?

მიკრო/მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვის შეეძლება მონაწილეობა?

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 21:24|bm.ge

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საბუთების მიღება 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

"მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს დაიწყო და უკვე 80 მეწარმე დაფინანსდა.

„წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი გაიზარდა. თუ გასულ წელს მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარს შეადგენდა, წელს ეს თანხა 50 000 ლარია, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა - თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომელსაც წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 000 ლარი იყო, ახლა ერთ მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ სარგებლობა. პროგრამა ითვალისწინებს მერიის თანადაფინანსებას მოთხოვნილი თანხის 70-დან 90%-მდე. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომელთაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა სურთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემა დააზიანა, უკრაინულმა დრონებმა კი - რუსული საწარმო

რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემა დააზიანა, უკრაინულმა დრონებმა კი - რუსული საწარმო

BM.GE

გერმანიამ ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსების სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწია

გერმანიამ ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსების სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწია

BM.GE

„იტალია SOCAR-ისთვის კასპიის, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ბაზრებს შორის ხიდი ხდება“ - Italiana Petroli-ს სტრატეგია

„იტალია SOCAR-ისთვის კასპიის, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ბაზრებს შორის ხიდი ხდება“ - Italiana Petroli-ს სტრატეგია

BM.GE

სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

სექტემბრის დინამიკა არაერთგვაროვანია, თუმცა საერთო სურათი უცვლელია | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE