მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონტრაქტორებთან მკაცრი საუბარი გვქონდა... შეუძლებელია პროექტები წლობით გაგრძელდეს - მინისტრი აბასთუმანზე
კონტრაქტორებთან მკაცრი საუბარი გვქონდა... შეუძლებელია პროექტები წლობით გაგრძელდეს - მინისტრი აბასთუმანზე

კონტრაქტორებთან მკაცრი საუბარი გვქონდა... შეუძლებელია პროექტები წლობით გაგრძელდეს - მინისტრი აბასთუმანზე

BM.GE11 მაისი, 2026, 23:10|bm.ge

"კონტრაქტორებთან გვქონდა მკაცრი საუბარი. თითოეულ კომპანიას განესაზღვრა კონკრეტული ვადა, თუ როდის და რა ეტაპზე უნდა დასრულდეს სამუშაოები. შეუძლებელია პროექტები წლობით გაგრძელდეს - სამუშაოები უნდა შესრულდეს ხარისხიანად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს ადგილზე ₾300 მილიონზე მსხვილი კონტრაქტები აქვს გაფორმებული, მათ შორის 2026 წლის გაზაფხულზე გაფორმდა 70-მილიონიანი 2-წლიანი ხელშეკრულება აბასთუმნის ისტორიული ნაწილის იერსახის გაუმჯობესებაზე. ხოლო ის პროექტები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში პანდემიამდეც კი დაიწყო ნელი ტემპებით ვითარდება. მაგალითად, მხოლოდ ახლა დასრულდა ₾12.5-მილიონიანი 700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა, რომლის სამშენებლო კონტრაქტიც თავდაპირველად 2019 წლის ივლისში გაფორმდა და 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამასთან, სამინისტროს თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებებია აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმართულებითაც.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აბასთუმანში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ფარგლებში უკვე აშენებულია ხიდები და გვირაბი. პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასათიანის ქუჩის განახლება და იგეგმება საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE