მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „კოოპერატივების შექმნით ყველაფერი შეიძლება ისე მორჩეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს“ - მეღვინე რთველის გამოწვევებზე
„კოოპერატივების შექმნით ყველაფერი შეიძლება ისე მორჩეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს“ - მეღვინე რთველის გამოწვევებზე

„კოოპერატივების შექმნით ყველაფერი შეიძლება ისე მორჩეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს“ - მეღვინე რთველის გამოწვევებზე

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 01:00|bm.ge

მეღვინეობების „ვინივერიას“, „შატო მერე ვაინსის“ და „ჯანიანის“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი მიიჩნევს, რომ ყოველწლიურად რთველის პროცესში არსებული პრობლემები ახალი ველოსიპედის შექმნის მაგივრად კოოპერატივების შექმნით უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, რომლის თემაც "ძვირადღირებული დათმობა - რთველი 2026" იყო.

22 სექტემბერს კახეთში მევენახეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ, რომელიც 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე, კილოგრამზე 30 თეთრით განისაზღვრა. მევენახეთა პროტესტის შედეგად მთავრობამ ჩასაბარებელი ყურძნის დიფერენცირებულ ფასები დააკორექტირა - შაქრიანობის ზღვრები შეამცირა, ფასი კი გაზარდა. ამგვარად, სახელმწიფო კომპანიას ყურძნის ჩაბარებისას უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

გია პირადაშვილი თვლის, რომ გლეხი საკუთარი მოყვანილი ყურძნის ხარისხზე პასუხისმგებლობას თავად უნდა გრძნობდეს. კოოპერატივების შექმნისას ის საკუთარი და ბიზნესის ჩართულობით მნიშნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამგვარად ქვეყანაში 3 ათწლეულის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობაში არსებული პრობლემები აღარ იქნება.

„ჩვენი სახელმწიფო და უმეტესობა ვინც ამ საქმეზე დავობს ახალი ველოსიპედის გამოგონებას ცდილობს - წინა ბორბალი სამკუთხედი რომ ჰქონდეს და უკანა - ოთხკუთხედი. მაშინ როდესაც ძალიან ბევრი მაგალითი და წარმატებული პროექტი არსებობს, რომელიც მუშაობს ევროპაში - იტალიაში, ესპანეთში და ა.შ.

თუ ყოველ წელს 240 და 250 მილიონი ლარის გადამხდელები ვართ ბიუჯეტში, რაც შემდეგ მიდის გლეხობაში, ეს გლეხები თავისი პროდუქციის ხარისხიანობაზე პასუხისმგებლები უნდა გავხადოთ. თუ ჩვენ კარგ კოოპერატივს გავაკეთებთ და სრულყოფილად გამართულ 2-3 ქარხანას, საქართველოს მეტი არ სჭირდება, ამის დათვლაც შესაძლებელი იქნება - მეც შეიძლება მივეხმარო ამის დათვლაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ, შეიძლება სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ - არ დაგვიჯდება ძვირი, ამაში ჩემ წილ პასუხისმგებლობას ჩავდებ ფინანსურადაც და შრომითაც, რაშიც ძალიან ბევრი ხალხი გამოგვყვება. თუ ჩვენ ამ ყველაფერში წესრიგს დავამყარებთ და გლეხებსაც სწორ პოზიციას ვაჩვენებთ, არასოდეს არაფერი მოხდება, ყველა კმაყოფილი იქნება...

ამის გამოცდილება არსებობს - ეს არის კოოპერატივები, რომელიც შემდეგნაირად იმართება - ერთ-ერთი კოოპერატივის მაგალითზე გეტყვით: სამი წლის განმავლობაში ინვესტორმა შეისყიდა და

რამდენიმე მილიონი ჩადო წარმოების გაკეთებაში, დაიქირავა ძალიან კარგი მენეჯმენტი, დაახლოებით 50 კაცს არ აღემატებოდა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ქარხანაა. 1200-მდე მეწილე გლეხი გაუჩნდა, რომელთა მიწების ფართობები ყველაზე მცირე 0.5 ჰა იყო, ყველაზე დიდი კი 10 ჰა.

ეს დაახლოებით 50 – 60 ათას ტონიანი ქარხანაა, რომელიც 18%-იანი შაქრიანობის ყურძნით ძალიან დიდი რაოდენობის ძალიან ცნობილი ბრენდების შუშხუნა ღვინოებს და ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ და 40 ქვეყანაში ყიდიან. ასეთი კოოპერატივები არის იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და ა.შ.

ასეთი კოოპერატივის შექმნით ყველაფერი შეიძლება სამ წელიწადში მორჩეს, თან ისე მორჩეს, რომ ყველა ბედნიერი იყოს. იმ გლეხმა კი ყურძნის ფული კი არ მიიღოს, როგორც ყურძნის მოყვანის, არამედ როგორც გაყიდული ღვინიდან მიიღოს ფული და ეს სპეკულაციებიც დღეს რაც არის საქართველოში, რომ ადამიანი დისტრიბუციას ღვინოს აძლევს დაახლოებით 10-დან 20 ლარამდე ფასში და მერე მაღაზიები ყიდიან 50 და 60 ლარად ამასაც მოეღება ბოლო და არ იქნება ასეთი სპეკულაციური ფასები“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

„ანალიტიკას“ წამყვანის კითხვაზე - რატომ არ თვლის სახელმწიფო საჭიროდ კერძო სექტორის შეთავაზებების გათვალისწინებას და რა ინტერესები აქვთ, ბიზნესმენი პასუხობს:

„კორუფციული ინტერესია ყველგან. ხალხს იჭერენ ამ კორუფციაზე, რით ვერ გადავეჩვიეთ.

დღეს არ ამოტივტივდებდა, ხვალ ამოტივტივდება აბა სახელმწიფოს რად უნდა ყურძენი მითხარით...

ეს ახლა კი არ დაიწყო, შევარდნაძის დროიდან მოდის - სულ იყო ხოლმე დავა და რიგები გვქონდა ხოლმე. იქ მიდიოდა ამ გლეხების დაწყნარება და მოდი შენ ამდენს გადაგიხდი და ა.შ“.

22 სექტემბერს კახეთში მევენახეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ, რომელიც 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე, კილოგრამზე 30 თეთრით განისაზღვრა. მევენახეთა პროტესტის შედეგად მთავრობამ ჩასაბარებელი ყურძნის დიფერენცირებულ ფასები დააკორექტირა - შაქრიანობის ზღვრები შეამცირა, ფასი კი გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ველით, რომ წლის ბოლოსთვის ლუდის ბაზარზე ადგილობრივი წარმოების წილი გაიზრდება - „ეფეს საქართველო"

ველით, რომ წლის ბოლოსთვის ლუდის ბაზარზე ადგილობრივი წარმოების წილი გაიზრდება - „ეფეს საქართველო"

BM.GE

„ყურძენს სერიოზული პრობლემები აქვს... სახელმწიფოს ბრალია, რომ გლეხს გაფუჭებულ ყურძენში ₾1.5-ს უხდიდა“ | „ნეკრესი“

„ყურძენს სერიოზული პრობლემები აქვს... სახელმწიფოს ბრალია, რომ გლეხს გაფუჭებულ ყურძენში ₾1.5-ს უხდიდა“ | „ნეკრესი“

BM.GE

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

როგორ ვითარდება Sairme Glampings-ი და რა მოლოდინებია ზამთრის სეზონზე?

როგორ ვითარდება Sairme Glampings-ი და რა მოლოდინებია ზამთრის სეზონზე?

BM.GE