მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ
დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 01:07|bm.ge

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისა და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, დემოკრატები უკრაინისთვის $15 მილიარდამდე ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ.

Financial Times-ის ინფორმაციით, კანონმდებლები კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაფართოებას, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და თეთრი სახლის საგარეო კურსზე საზედამხედველო კონტროლის გაძლიერებასაც გეგმავენ. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მონაცემებით, დაგეგმილი პირველი სამხედრო პაკეტის მოცულობამ შესაძლოა $15 მილიარდს მიაღწიოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დემოკრატები გადაუდებელი მხარდაჭერის დამტკიცებას ახალი კონგრესის უფლებამოსილების ოფიციალურ დაწყებამდე, 2027 წლის იანვრამდე ცდილობენ.

კანონმდებლები დაფინანსების მთავარ მექანიზმად ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტს განიხილავენ. ეს დოკუმენტი კი კონგრესის მიმდინარე ვადის ამოწურვამდე უნდა დამტკიცდეს. თავად პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებას, სადაზვერვო მონაცემების გაცვლასა და Starlink-ის სატელიტურ ქსელზე უკრაინის წვდომის უზრუნველყოფას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად დემოკრატები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების კანონმდებლობის გამკაცრებასაც აპირებენ. Financial Times-ის ცნობით, კონგრესმენები რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებზე დაწესებული ფინანსური შეზღუდვების გადახედვას გეგმავენ.

ამ ინიციატივით დემოკრატები თეთრი სახლის მიერ გლობალურ ბაზარზე რუსული საწვავის მიწოდებისთვის დაშვებული საგამონაკლისო ნორმების გაუქმებას შეეცდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებსფორმულა
  • ახლო მომავალში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა უკრაინამ, შესაძლოა, შეცვლილი სახით იარსებოს - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

BM.GE